top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპ ფრანცისკეს წერილი მისიის საერთაშორისო დღისადმი


გამოქვეყნდა პაპ ფრანცისკეს წერილი, რომელიც მან მისიის საერთაშორისო დღეს მიუძღვნა. ეს დღე ოქტომბრის მესამე კვირა დღეს აღინიშნება. წერილს ხელი მოეწერა 6 იანვარს, უფლის გაცხადების დღესასწაულზე და მისი თემაა: „ჩვენ არ შეგვიძლია არ ვილაპარაკოთ ის, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ“(საქმ. 4,20).


„როდესაც განვიცდით ღვთის სიყვარულის ძალას, მის მამობრივ ყოფნას ჩვენს პირად და საჯარო ცხოვრებაში, არ შეიძლება არ ვახაროთ და არ გავუზიაროთ სხვებს ის, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ქრისტიანები ძნელბედობის ჟამს ცხოვრობდნენ, ისინი არ იკეტებოდნენ საკუთარ თავში, არამედ ცდილობდნენ ნებისმიერი სირთულე, პრობლემა და წინააღმდეგობა გარდაექმნათ მისიის შესაძლებლობაში. ჩვენც ვხოვრობთ არც თუ ისე მარტივ პერიოდში, განსაკუთრებით პანდემიის დროს, სადაც ვგძნობთ დაბნეულობას, იმედგაცრუებას, დაღლილობას და არც თუ ისე იშვიათად კომფორმისტულ სიმწარეს, რაც გვართმევს იმედს. ჩვენ არ ვქადაგებთ საკუთარ თავს, არამედ უფალ იესო ქრისტეს; ჩვენ კი თქვენი მონები ვართ იესოსათვის(2 კორ. 4,5). და აი, რატომ ისმის დღესაც ჩვენს საკრებულოებში და ოჯახებში ექოსავით სახარების სიტყვების გამოძახილი: „აქ აღარ არის, არამედ აღდგა“. (ლუკ.24,6)“, – აღნიშნა პაპმა.


„პანდემიის დროს, ჯანსაღი სოციალური დისტანცირების სახელით, გულგრილობისა და აპათიის შენიღბვისა და გამართლების ცდუნებამდე, თანაგრძნობის გადაუდებელი მისიაა, ეს აუცილებელი მანძილი ვაქციოთ შეხვედრის, ზრუნვისა და წინსვლის ადგილად“.


მისიის საერთაშორისო დღის თემა - „ჩვენ არ შეგვიძლია არ ვილაპარაკოთ ის, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ“(საქმ. 4,20). არის ჩვენთვის მოხმობა, გავუზიაროთ ის, რაც ჩვენს გულებშია. ეს დამახასიათებელი ნიშანი მუდამ იყო ეკლესიის მისია, რათა გაევრცელებინა სახარება (Evangelii nunciandi 14). ეს კი მოითხოვს ღიაობასა და ზრდას, რომელსაც შეეძლება მოიცვს ყველა, ისე, როგორც პირველი ქრისტიანები, რომლებიც მიიზიდა თავისკენ უფალმა და მიჰმადლა ახალი სიცოცხლე, რათა წარმართების წინაშე დაემოწმებინათ ის, რაც იხილეს და მოისმინეს ცათა სასუფევლის მოახლოების შესახებ.

წერილის ბოლოს, პაპი ამბობს, რომ მისია არის იესო ქრისტეს შეგრძნების აღმოცენება და რწმენა იმისა, რომ ის, ვინც ჩემს გვერდითაა, ჩემი ძმაა და ჩემი და. დაე, უფალმა გააღვიძოს თანაგრძნობითი სიყვარული ჩვენს გულებში და გარდაგვქმნას მოწაფეებად და მისიონერებად.


წყარო: Vatican News 
თარგმანი: შოთა გიქოშვილი
bottom of page