top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდა


25 მარტს, სამოციქულო სასახლეში პაპმა ფრანცისკემ პირად აუდიენციაზე უკრიანის პრემიერ–მინისტრს დენის შმიგალს უმასპინძლა.


ვატიკანის პრეს-ცენტრის ცნობით, უკრაინისა და ვატიკანის სახელმწიფოებს შორის არსებულ ურთიერთობებს გაესვა ხაზი. მხარეებმა განიხილეს საერთო ინტერესების მქონე მიმდინარე საკითხები და სხვადასხვა თემა, როგორიცაა უკრაინაში კათოლიკე ეკლესიის საკითხი.


„პონტიფიკმა და უკრაინის პრემიერმა ყურადღება დაუთმეს ჯანდაცვის სფეროში არსებულ კრიზისს, ასევე აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე დრამატულ სიტუაციას, სადაც დარღვეულია ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება. მათ ვითარების მშვიდობიანი გზით ვითარების მოგვარების სურვილი გამოხატეს“, – აცხადებენ ვატიკანის პრეს-სამსახურში.


პაპთან საუბრის შემდეგ, უკრაინის პრემიერ–მინისტრი ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინისა და საგარეო საქმეთა საკითხების მდივანს არქიეპისკოპოსს, პოლ რიჩარდ გალაჰერს შეხვდა.


წყარო: www.vaticannews.va


თარგმანი – შოთა გიქოშვილი
bottom of page