top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

უკრაინაში მორწმუნეებისათვის კათოლიკური ორგანიზაცია 1 მლნ დოლარს გამოყოფს



კათოლიკური საქველმოქმედო ორგანიზაცია ACN (Aid to the church in Need) უკრაინაში მყოფ მორწმუნეებს დახმარებას უგზავნის. "სიტუაცია დღითიდღე უარესდება. ჩვენ ახლა საათიდან საათამდე ვცხოვრობთ", - ამბობს ხარკოვის ეპისკოპოსი პავლო ჰონჩარუკი, რომელიც ერთ-ერთ ეპარქიას ხელმძღვანელობს.


უკრაინაში ეკლესიის მხარდასაჭერად, ორგანიზაცია ACN-მა მილიონი ევრო (1,1 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი) 24 თებერვალს, ხუთშაბათს გამოყო. ასევე იგი აგროვებს შემოწირულებებს, ქვეყანაში ეკლესიის დასახმარებლად.


ორგანიზაციამ უკრაინაში ეკლესიის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც 24 თებერვალს, დილით, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმებითა შეიჭრა.


ACN-ის ცნობით, მის მიერ გამოყოფილი თანხა უკრაინაში 4 879 მღვდელსდა რელიგიურ ძმას, ასევე 1 350 მონაზონს დაეხმარება. ორგანიზაცია ასევე დახმარებას გაუწევს ოთხ ბერძნულ-კათოლიკურ საეგზარქოსოს და აღმოსავლეთ უკრაინის ორ ლათინურ ეპარქიას.


ამ მხარდაჭერის ნაწილი ეპისკოპოს ჰონჩარუკის ეპარქიაში 57 მღვდელს და 54 რელიგიურ მამაკაცსა და ქალს გადაეცემა. თანხა გადანაწილებულია დაზარალებულთა დასახმარებლად კომუნალური ხარჯებისთვის, წყლისთვის, საწვავისა და საკვებისთვის.

"ფასები იზრდება, განსაკუთრებით საყოფაცხოვრებო საქონელზე, ეპარქიაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. მორწმუნეთა რაოდენობა შემცირდა, დარჩენილები, სამწუხაროდ, ვერ ახერხებენ სამრევლოს შენარჩუნებას და მღვდლების დახმარებას. თავად მოდიან და მღვდლებსა და მონაზვნებს დახმარებას სთხოვენ", – ამბობს ეპისკოპოსი.


„ის, რისი თავიდან აცილებაც ყველას გვინდოდა, მოხდა: უკრაინა საომარ მდგომარეობაშია. ACN მხარს უჭერდა უკრაინის ეკლესიას წარსულშიც და ის არ მიატოვებს მას ამ ძალიან კრიტიკულ და რთულ დროს”, – ამბობს თომას ჰაინე-გელდერნი, CAN-ის აღმასრულებელი პრეზიდენტი. და ამატებს: „განსაკუთრებით ახლა, ACN-მა უნდა უზრუნველყოს მღვდლების, ასევე რელიგიური დებისა და ძმების მუშაობა ხალხთან, სამრევლოებში, ლტოლვილებთან, ბავშვთა სახლებსა და მარტოხელა დედების სახლებში, ასევე მოხუცებისთვის, რომლებსაც გამოწვევა დაუდგათ – გადარჩნენ“.

იგი უკრაინელი ხალხს სთხოვს ჯგუფურად ილოცონ და ითხოვონ ღვთისმშობლის შუამავლობა მშვიდობისათვის.


საქველმოქმედო ორგანიზაცია Aid to the Church in Need 1947 წელს დაარსდა და ემსახურება ქრისტიანებს მთელს მსოფლიოში. განსაკუთრებით მათ, რომლებიც იდევნებიან, დაჩაგრულნი არიან ან განიცდიან მატერიალურ საჭიროებებს.


ორგანიზაცია 2011 წლიდან პონტიფიკაციურ ფონდად არის აღიარებული.


თაკო ფეიქრიშვილი


bottom of page