top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმიდა ფრანცისკე ასიზელის რელიკვიების საჯარო თაყვანისცემა დასრულდა

  • 21 hours ago
  • 1 min read

კვირას, 22 მარტს, დასრულდა ერთთვიანი პერიოდი, როცა მორწმუნეებს საშუალება ჰქონდათ წმიდა ფრანცისკეს ასიზელის წმინდა ნაწილებისათვის საჯაროდ მიეგოთ პატივი. ამ პერიოდში, ასიზს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 370 ათასზე მეტი მიმლოცველი ეწვია. მათ შორის იყვნენ ქართველი კათოლიკე მღვდელმსახური მამა ბექა ჩილინგარაშვილი და კაპუცინი ბერი, მამა ტომაშ ვრონსკი.  

 

მამა ბექა ჩილინაგრაშვილის ფოტო – 9 მარტი, 2026
მამა ბექა ჩილინაგრაშვილის ფოტო – 9 მარტი, 2026

წმიდა ფრანცისკეს წმინდა ნაწილების პატივის მიგების კულმინაცია ევქარისტია იყო, რომელიც ბოლონიის არქიეპისკოპოსმა და იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციის თავმჯდომარემ, კარდინალმა მატეო ძუპიმ აღავლინა.

 

ქადაგებისას მან ხაზგასმით აღნიშნა: „წმიდა ფრანცისკე არცერთ ერს არ ეკუთვნის, ის ყველასია და გვასწავლის სიყვარულს, რომელსაც ძალუძს ყოველი ადამიანი ძმად აღიაროს. კონფლიქტებითა და დაყოფით დაღდასმულ სამყაროში მან მოუწოდა მორწმუნეებს, იყვნენ მშვიდობისმყოფელები, უიარაღო და განიარაღებული მოწმენი“.

 

მისივე თქმით, წმინდა ნაწილების პატივის მიგების გამოცდილება ბევრი მომლოცველისთვის „დიდ ნუგეშად“ იქცა, რამაც მათ საშუალება მისცა ხელახლა აღმოეჩინათ ღვთის ძალა და თანამყოფობა ყოველდღიურ ცხოვრებაში.



გასული თვეში, ასიზში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, წმინდა ნაწილებისადმი პატივის მიგებისათვის ჩავიდა 370 ათასი მონაწილე, 100 ათასზე მეტი მორწმუნე, რომელიც ბაზილიკის ზედა ეკლესიაში გამართულ 170-ზე მეტ ღვთისმსახურებას დაესწრო, ასობით მოხალისე და თანამშრომელი, ასევე 300-ზე მეტი ჟურნალისტი დაახლოებით 130 ადგილობრივი თუ საერთაშორისო რედაქციიდან.


მარტში ასიზში იმყოდებოდა და წმიდა ფრანცისკეს რელიქვიები მოინახულა ხიზაბავრისა და ვარგავის ადმინისტრატორმა, მამა ბექა ჩილინგარაშვილმა. ასევე ფრანცისკანელ ძმებთან ერთად, მფრაველი წმინდანის ნაწილებთან ილოცა ახალციხის სამრევლოს ყოფილმა წინამძღვარმა, კაპუცინმა მამა ტომაშ ვრონსკიმ.


წმინდა ნაწილების საჯაროდ გამოტანა წმიდა ფრანცისკეს გარდაცვალების 800 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ნაწილი იყო, რომლის დევიზიცაა: „წმიდა ფრანცისკე ცოცხალია“.


როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, წმიდა ფრანცისკეს გზავნილი დღესაც აქტუალურია და კვლავაც პოულობს გამოძახილს ადამიანების გულებში, მთელს მსოფლიოში.

 

შოთა გიქოშვილი

 

 

 

Comments


bottom of page