top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა ნინოს კონგრეგაციის ახალი უფროსი საქართველოს ესტუმრა



წმინდა ნინოს კონგრეგაციის ახალი უფროსი (გენერალი) და მისი მრჩევლები საქართველოს ესტუმრნენ. მათ რამდენიმე დღე გაატარეს ახალციხეში და აქ მცხოვრები ამავე კონგრეგაციის მონაზვნების ცხოვრებას გაეცნენ. იმყოფებოდნენ შშმ პირთა სარეაბილიტაციო დღის ცენტრში „ტალიტა კუმ“, სადაც წმ. ნინოს სამი და მოხალისედ მუშაობს.


გარდა ამისა, მონაზვნებმა მოილოცეს მცხეთისა და ბოდბეს მონასტრები. ბოდბეში ისინი საკუთარი კონგრეგაციის მფარველის, წმ. ნინოს საფლავზე იმყოფებოდნენ.


კონგრეგაციის ხელმძღვანელობამ ასევე მოინახულა და პატივი მიაგო გასულ წელს, საქართველოში გარდაცვლილი მონაზვნის და მარიეტ დეროშეს საფლავს.

მათი რაბათში ყოფნის პერიოდში ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ აკურთხა და მარიეტის საფლავი.


მონაზონი მარიეტ დეროშე საქართველოში წმ. ნინოს დების კონგრეგაციის უფროსი იყო. 2022 წლის 6 აგვისტოს გარდაიცვალა და რაბათში დაკრძალეს.



თაკო ფეიქრიშვილი



bottom of page