კათოლიკე ეპისკოპოსი პატრიარქის პანაშვიდზე მივიდა
- 5 hours ago
- 1 min read
კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი, ხუთ მღვდელმსახურთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქის პანაშვიდზე მივიდა.

20 მარტს, დილის 11 საათზე, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო და ხუთი მღვდელმსახური სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ: თბილსის კათოლიკური საკათედრო ტაძრის წინამძღვარი და ეპისკოპოსის გენერალური ვიკარიუსი მამა ზურაბ კაკაჩიშვილი, დასავლეთ საქართველოს დეკანი, ეპისკოპოსის ვიკარიუსი – მამა გაბრიელე ბრაგანტინი; ადმინისტრაციის კანცელარიის გამგე, "საბაუნის" რექტორი – მამა აკაკი ჭელიძე; კამილიელთა ორდენის წინამზღვარი – მამა ლაშა მანუკიანი; თბილისის წმ. პეტრესა და წმ. პავლე მოციქულთა ტაძრის ვიკარი – მამა კონსტანტინე აკოფაშვილი და საერო პირი – პავლე ხითაროვი.
პატრიარქ ილია მეორეს სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი თითქმის ნახევარი საუკუნე, 49 წელი იკავებდა საპატრიარქო ტახტს.
პატრიარქი მოესწრო ექვს პაპს:
• პავლე VI
• იოანე პავლე I
• იოანე პავლე II
• ბენედიქტე XVI
• ფრანცისკე
• ლეონ XIV
მათგან პატრიარქი ილია მეორე საქართველოში შეხვდა ორ პაპს:
1999 წელს, წმიდა პაპ იოანე პავლე მეორეს და 2016 წელს პაპ ფრანცისკეს.
პატრიარქს 22 მარტს, კვირას დაკრძალავენ.
უფრო მეტი ამ თემაზე – პატრიარქი ილია II გარდაიცვალა - სამძიმრები კათოლიკე ეკლესიიდან











Comments