10 აპრილს, ბზობის სადღესასწაულო წირვის დასასრულს, პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მომლოცველებს მიმართა და კიდევ ერთხელ მოითხოვა უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს.
წმინდა მამამ განაცხადა:
“ხარებისას, ანგელოზმა მარიამს უთხრა: ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი. მისთვის შეუძლებელია არაფერია, ომის შეწყვეტაც კი, რომლის ბოლოც არ ჩანს. იმ ომისა, რომლის გამოც, ყოველდღიურად ჩვენს თვალწინ ხდება მასობრივი საშინელი მკვლელობები და გაცხოველებული სისასტიკე დაუცველი სამოქალაქო პირების მიმართ. ვილოცოთ ამისთვის”.
„ახლა, აღდგომის წინა დღეებია და ვემზადებით უფალ იესო ქრისტეს მიერ ცოდვასა და სიკვდილზე გამარჯვების აღსანიშნავად - ცოდვასა და სიკვდილზე და არა ვინმეზე და ვინმეს წინააღმდეგ. დღეს, ომი გრძელდება, რადგან ადამიანებს სწორედ ასე, ამქვეყნიური გზით უნდათ გამარჯვება; მაგრამ ამ გზით შეგიძლიათ მხოლოდ წაგება. რატომ არ მივცეთ ღმერთს გამარჯვების საშუალება? ქრისტემ აიღო ჯვარი, რათა გვიხსნას ბოროტი ძალისაგან; ის მოკვდა, რათა სიცოცხლე, სიყვარული და მშვიდობა გამეფებულიყო. დაიყაროს იარაღი, დაიდოს სააღდგომო ზავი, ოღონდ არა იარაღის ხელახალი დატენვითა და ბრძოლის განახლებით. სულაც არა! დაე, დაიწყოს ზავი, რათა მიღწეულ იქნას მშვიდობა რეალური მოლაპარაკებების გზით, ხალხის სასარგებლოდ გარკვეული დათმობებზე წასვლის გზითაც კი. მართლაც, როგორი გამარჯვება იქნებოდა, რომელიც ნანგრევების გროვაზე დროშას აღმართავდა? ღმერთისთვის შეუძლებელი არაფერია. მივენდოთ მას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შუამდგომლობით“.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments