top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კათოლიკეებმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომში 70 წლით ტაძარი გადასცეს


17 ივნისს, კათოლიკე ეკლესიამ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომში 70 წლიანი სარგებლობით ტაძარი გადასცა.


ვატიკანის გადაწყვეტილებით, ეკლესია კათოლიკეებმა დასავლეთ ევროპის ეპარქიას დაუთმეს. აქ მსახურებას აღავლენენ რომის წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულენოვანი სამრევლოს სასულიერო პირები.

"უპირველეს ყოვლისა, ჩვენი სამრევლოს სახელით მადლიერებას გამოვხატავთ მისი უწმიდესობის , რომის პაპის ფრანცისკეს მიმართ. ასევე მადლიერებას გამოვხატავთ , რომის პაპის ვიკარის რომის ეპარქიაში, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობის კარდინალ ანჯელო დედონატის მიმართ , რომლის უდიდესი თანადგომით და კეთილი ნებით მოხდა ტაძრის გადმოცემა. დიდ მადლობას ვუხდით , საქართველოს საელჩოს წმიდა საყდართან (ვატიკანი) და პირადად ელჩს , ქალბატონ ქეთევან ბაგრატიონ - მუხრანელს გაწეული დახმარესთვის. ვულოცავ ჩვენი ეპარქიის მმართველს , დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელი) და ყველა ჩვენი სამრევლოს წევრს ამ ისტორიულ და სასიხარულო მოვლენას", - წერს რომის სამრევლოს გვერდზე არქიმანდრიტი იოანე ხელაია.


ტაძრის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ვატიკანში იმყოფება.


18 ივნისს, იგი რომის პაპთან გამართავს შეხვედრას.


ქართველი კათოლიკეების სურვილია პრეზიდენტმა პაპთან იმ ტაძრების შესახებ ისაუბროს, რომლებიც საქართველოში კათოლიკეებს ეკუთვნით და 90-იანი წლებიდან მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა. ქართველი კათოლიკეები მათ დაბრუნებას ითხოვენ.


catholic.ge
bottom of page