• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მარიამის წმინდა სახელი - მოხსენიება



მარიამის ყოვლადწმიდა სახელის თაყვანისცემამიმართულიაღვთისმშობლის სიყვარულისკენ, მისი ძისა და თითოეული შვილის მიმართ, რომლებიც თავად იესომ მიანდო მარიამსსიკვდილის წინ: „დედაკაცო, აჰა შენი ძე... აჰა დედაშენი“ ( იოანე 19:27).


ეს თაყვანისცემამთელს ეკლესიაში საუკუნეების განმავლობაში ვრცელდებოდა და პაპები მასამდიდრებდნენ ინდულგენციებით, რომელიც XIIსაუკუნეში გამოჩნდა, რათა გაეძლიერებინათკულტი, რომელიც იესოს დედას უკავშირდება.


1513 წლის 15 სექტემბერს, პაპმა იულიუს XII-მ ესპანეთში, კუენკას ეპარქიას მარიამის სახელის პატივსაცემადდღესასწაული უსახსოვრა. წმინდა პიუს V-მკი იგი გააუქმა. ამის შემდეგ, პაპმა სიქსტიუს V-მ აღადგინა იგი და დღესასწაული მთელს ესპანეთში გავრცელდა 1671 წელს, პაპ კლიმენტი X-ს ინიციატივით. პოლონეთის მეფის, იან სობესკის თურქებზე გამარჯვების შემდეგ, 1683 წელს, პაპ იონკენტი XI-ს კურთხევით მარიამის სახელის დღესასწაული გავრცელდა მთელს ეკლესიაში და მოხსენიების დღედ განისაზღვრა 12 სექტემბერი.


წმინდა ბერნარდოს ჰიმნი:


თუ საცდურის ქარი ამოვარდება,

თუ შეეფეთებით მწუხარების ქვებს,

შეხედეთ ვარსკვლავს, მოუხმეთმარიამს.

თუ სიამაყის ტალღები, ზიზღი და შური გეხეთქებათ,

შეხედეთ ვარსკვლავს, მოუხმეთმარიამს.

თუ რისხვის, შურის ან ხორცის საცდური არხევს თქვენი სულის ხომალდს, მოუხმეთ მარიამს.

თუ გმუსრავთ ცოდვის საშინელება,

დაბნეულობა სინდისის სიზარმაცის გამო,

განკითხვით ხარ შეშინებული,

თუ გშთანთქავთ სევდის უფსკრული და უძირო სევდა,

იფიქრეთ მარიამზე.

ხიფათისას, განგაშისას, გაურკვევლობისას,

იფიქრეთ მარიამზე, მოუხმეთ მას.

ის არასოდეს არ მიატოვებს შენს ბაგეებს,

არასოდეს მიატოვებს თქვენს გულებს,

რათა შევძლოთ დახმარების მიღება მისდამი ლოცვებში,

არასოდეს არ დავივიწყებ მისი ცხოვრების მაგალითს.

თუ მის ნაკვალევს მიჰყვებით, გზიდან არასოდეს არ აცდებით,

თუ ლოცულობთ მისდამი, იმედი არ გაგიცრუვდებათ,

თუ ფიქრობთ მასზე,ვერ შეძლებთ შეცდომას,

თუ ის თქვენ გვერდით იქნება, არასოდეს არ დაეცემით,

თუ იოს დაგიცავთ, ნუ შეგეშინდებათ,

თუ ის გატარებთ, არასოდეს დაიღლებით,

თუ ის თქვენს მიმართ დიდსულოვანი იქნება, მიაღწევთ თქვენს მიზანს.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

0 comments