top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რომში კარავაჯოს უნიკალური ნაშრომების გამოფენა გაიხსნა

საიუბილეო წელთან დაკავშირებით, რომში, ცნობილი იტალიელი მხატვრის, მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯოს უნიკალური ნახატების ექსპოზიცია გაიხსნა. ეს ნახატები ერთად არასდროს არსად გამოფენილა.

 


„გამოფენაზე ასევე გამოტანილია მხატვრის ისტორიული და შემოქმედებითი დოკუმენტები. მნახველებს შეუძლიათ დაათვალიერონ მისი ნახატების ორიგინალი ვარიანტები“, - ამბობს გამოფენის კურატორი, ფრანჩესკა კაპელეტი.

 



იქიდან გამომდინარე, რომ გამოფენა საიუბილეო წელს ეძღვნება, აქ არ იქნება წარმოდგენილი მხატვრის ის ნამუშევრები, რომლებიც რომის  სხვადასხვა ეკლესიაშია წარმოდგენილი. ეს კი საშუალებას მისცემს მნახველებს, რომ სპეციალურ გიდებთან ერთად, რომის სხვა ღირსშესანიშნაობებიც დაათვალიერონ, სადაც კარავაჯოს ნაშრომებია განთავსებული. კარავაჯოს რელიგიური ნაშრომები გამომდინარებს მისი კათოლიკური რწმენიდან.

 


„უნდა გვახსოვდეს, კარავაჯოს მნიშვნელოვანი როლი – რომ მან შემოიტანა საკურთხევლის სრულიად ახალი მოწყობა და რელიგიური სიუჟეტის კომპოზიცია”, - ამბობს ფრანჩესკა კაპელეტი.

 



გამოფენა “კარავაჯო 2025” 7 მარტს, პარბერინის მოედანზე გაიხსნა და  6 ივლისამდე გაგრძელდება. რომაულ გამოფენაზე მომზადდა ფილმიც ესპანეთში ახლახან აღმოჩენილ ნახატზე „Ecce Homo – აჰა კაცი“.

 

წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

 

Kommentare


bottom of page