top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘კაცობრიობა გოდებს და მშვიდობისთვის ლოცულობს’ - პაპი ლეონ XIV

22 ივნისს, წმიდა მამამ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთიდან, განსაკუთრებით ირანიდან, საგანგაშო ამბები ესმის.

 

„ამ დრამატულ სცენარში, რომელიც ისრაელსა და პალესტინას ეხება, არსებობს რისკი, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვა დავიწყებას მიეცემა, განსაკუთრებით ღაზასა და სხვა რაიონებში, სადაც ადეკვატური ჰუმანიტარული დახმარების გადაუდებელი საჭიროება სულ უფრო საჭირო ხდება. დღეს, ისე, როგორც არასდროს, კაცობრიობა გოდებს და მშვიდობას ითხოვს“, - ხაზგასმით აღნიშნა პაპმა ლეონ XIV-მ.

 

„ეს გოდება პასუხისმგებლობასა და გონიერებას მოითხოვს და ის არ შეიძლება ჩაახშოს იარაღის ხმაურმა და კონფლიქტის გამწვავებულმა რიტორიკამ. საერთაშორისო საზოგადოების ყველა წევრს აქვს მორალური პასუხისმგებლობა, შეაჩეროს ომის ტრაგედია, სანამ ის გამოუსწორებელ უფსკრულად გადაქცეულა. არ არსებობს „შორეული“ კონფლიქტები, როდესაც ადამიანის ღირსება საფრთხის ქვეშაა.

 

ომი პრობლემებს არ წყვეტს, პირიქით, ის ამწვავებს მათ და ღრმა ჭრილობებს ტოვებს ერების ისტორიაში, რომელთა მოშუშებას თაობები სჭირდება.

ვერცერთი სამხედრო გამარჯვება ვერ აანაზღაურებს დედების ტკივილს, ბავშვების შიშს, მოპარულ მომავალს. დიპლომატიამ უნდა დაადუმოს იარაღი, ერებმა თავიანთი მომავალი მშვიდობით უნდა შექმნან და არა ძალადობითა და სისხლიანი კონფლიქტებით“.

 

წყარო: www.vaticannews.va

შოთა გიქოშვილი

 

Comments


bottom of page