• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ძმა დემეტრესადმი მიძღვნილი დღის ქადაგება


2021 წლის 9 აპრილს, თბილისის კათოლიკურ კათედრალში, კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ ძმა დემეტრე თბილელისადმი მიძღვნილი ლიტურგია აღავინა.


გთავაზობთ ეპისკოპოსის ქადაგებას წმ. წირვისას.


2021 წლის 9 აპრილი

საყვარელო დანო და ძმანო,


ნება მიბოძეთ, უპირველეს ყოვლისა, უდიდესი მადლობა ვუძღვნა მათ, ვინც ეს დღე მოამზადეს და განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა მამა გაბრიელეს. რამდენიმე წლის წინ იგი მესაუბრა ის ამ პიროვნებაზე, ძმა დემეტრეზე, აუცილებლობაზე, მოგვეძიებინა მასზე ცნობები და მორალურ ვალდებულებაზე, გაგვეცნო იგი ყველასათვის. კურთხევა მივეცი, თუმცა სკეპტიციზმისაგან არ ვყოფილვარ თავისუფალი. მას კი, უხმაუროდ, ეყო სიჯიუტე კონტაქტები ეძებნა და კავშირები გაება ინდოეთში, იტალიაში, ფრანცისკელთა უფროსებთან და სხვადასხვა ადგილების ეპისკოპოსებთან. დიახ, ეს დღე არის მისი ძალისხმევის ნაყოფი და მსურს მადლობა ვუთხრა მას თქვენი სახელით.


ამ ბოლო ხანებში, როცა ვფიქრობდი ძმა დემეტრეს ფიგურაზე, მივხვდი რაოდენ ძვირფასია და რაოდენ უფრო ძვირფასი შეიძლება გახდეს იგი ჩვენი ეკლესიისათვის და თითოეული ჩვენგანისათვის. დაუფიქრდით აბა! ამ ქვეყნის ახალგაზრდა, ამ ერის შვილი, ჩვენი ქალაქიდან, მოწამედ აღესრულა ინდოეთში. და დავურთავდი: ჩვენ, აქ მასზე თითქმის არაფერი ვიცოდით!


რას მეუბნება მე ძმა დემეტრე? თავს ნებას მივცემ ამ დღეების ჩემი ზოგიერთი მოსაზრებანი მოკლედ გაგიზიაროთ:


1 - მცირედი ვიცი მის შესახებ, თუმცა ვიცი, რომ იყო ახალგაზრდა თბილისელი, რომელიც შეხვდა იესო ქრისტეს კათოლიკე ეკლესიაში შესვლით. მაშინაც, მიუხედავად იმისა, რომ მდგომარეობა განსხვავებული იყო, კათოლიკენი უმცირესობაში გრძნობდნენ თავს. დღესაც კათოლიკე ეკლესია აქ უმცირესობაშია, თუმცა ამას მივიჩნევ მადლად, ვინაიდან ეს ნიშნავს აღმოაჩინო ის კატეგორიები რომლებიც საუბრობენ ეკლესიაზე, როგორც მცირე სამწყსოზე, ერთი ბეწო მარცვალზე, ერთი მუჭა საფუარზე. ის, რომ უმცირესობაში ვართ, გვმართებს დავინახოთ, როგორც მადლი, ვინაიდან ეს მოითხოვს ჩვენგან რწმენისათვის გაკეთებულ მტკიცე არჩევანს, მარილად ყოფნას, გემოს რომ აძლევს იმ მიწას, რომელიც შენს რწმენას არ იზიარებს; უმცირესობას შეუძლია მხოლოდ შემოქმედებითი ჟესტებით იცხოვროს, რომელთა კეთილგანწყობის მნახველი სახტად დარჩება.


იყო უმცირესობა, ნიშნავს იყო პერიფერიაზე, ანუ, იცხოვრო ისეთ ადგილებში, სადაც სხვასთან შეხვედრა ყოველდღიურად კითხვის ქვეშ, ეჭვქვეშ აყენებს შენს რწმენას, უბიძგებს მას და გამოწვევად ევლინება. სახარება იოლი როდია, ის არჩევანია, რომელიც შეგძრავს და შემოგთავაზებს ნეტარებათა რთულ, თუმცა ამაღელვებელ გზას. ჩვენც უმცირესობაში ვართ!


2 - ძმა დემეტრე არ ყოფილა მღვდელი, არამედ ბერი. რას მეუბნება ეს მე? რომ ის ჩასწვდა ნეტარებათა გზას. ის ვინც საბერმონაზვნო ორდენში წევრიანდება, ნიშნავს იმას, რომ შეხვდა იესოს, რომელმაც უთხრა მას, მოდი და მომყევიო, მას შეუყვარდა იესო და ის იქცა მისთვის უპირველესი პიროვნება, ყოველივეზე უძვირფასესი, თვით საკუთარ თავზე უმნიშვნელოვანესი. მთლიანად იესოსთვის და მთლიანად სხვებისთვის, ვინაიდან შეყვარებული იყო იესოზე. ძმა დემეტრემ იესო აირჩია ყოველივეზე უწინარეს! განა ეს ჩვენ არაფერზე მიგვანიშნებს? თქვენ, ახალგაზრდებო, რას გეუბნებათ? ის მარტო არ გამგზავრებულა, არამედ მეგობრებთან ერთად, რომლებსაც მისივე არჩევანი ჰქონდათ გაკეთებული. იესოს კვალში სიარული სხვებთან ერთადაა შესაძლებელი, ესაა ეკლესია! ხშირად ვეკითხები ჩემს თავს, რატომაა რომ ცოტა ახალგაზრდა ირჩევს ღვთივშეწირულ ცხოვრებას საბერმონაზვნო ორდენში? რომ იცოდეთ, რა მშვენიერია ერთად საერთო იდეალის ხორცშესხმა!!! ამ გზაზე სვლა იყო მისი ძალა!


3 - ძმა დემეტრე გაემგზავრა საქართველოდან, მიწიდან, რომელიც როგორც ყველა ქართველს ძლიერ უყვარდა და გაემგზავრა მისიაზე. მისიაა სწორედ ის სივრცე, სადაც უფალთან შეხვედრა ღებულობს განსაკუთრებულ ელფერს, საკმარისია გავიხსენოთ მოციქულთა საქმეებში აღწერილი მისიები. ეს აღმდგართან შეხვედრით მიღებული ცოცხალი გამოცდილებაა, რომ უბიძგებს მოციქულებს გადალახონ ყოველგვარი განსაცდელი, როგორც ჩანს პეტრესა და იოანეს პასუხიდან სინედრიონს რომ გასცეს, როდესაც მათგან აღდგომის ამბავზე დუმილის ბრძანება მიიღეს: „ჩვენ არ ძალგვიძს დუმილი იმაზე, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ“ (საქმ 20,4). დემეტრემ, მრავალ სხვა მისიონერთა დარად მიატოვა სახლი, ოჯახი, ქალაქი, სამშობლო... რათა შესძლებოდა სახარების უწყება. იგი ფლობდა სხვა და სხვა ენებს, გვამცნობს თამარაშვილი, და ამ ნიჭით იგი ჩადგა სახარების სამსახურში. იმის ნიშანი, რომ ძმა დემეტრეს ფართე თვალსაწიერი ჰქონდა, შეეძლო თავისი საზღვრების გაფართოება თავისი სამშობლოს, თავისი ხალხის მიღმა... იესო ყველასთვისაა. მისიონერი შინაა დედამიწის ნებისმიერ კუთხეში. გვმართებს გამოვიდეთ ვიწრო რწმენის, ამა თუ იმ ტერიტორიის საზღვრებით ჩაკეტილი მცირე რწმენის მანკიერი წრიდან. როდის შევძლებთ ჩვენც ვინმეს გაგზავნას მისიაზე? რას ნიშნავს მისიონერობა საქართველოში?


4 - ბოლო პუნქტად, ვიფიქრე იმ მოწამეობაზე, რომელიც მან მიიღო. დოკუმენტურ ფილმში ოთხი ფრანცისკელის ამბის მონათხრობის ხელახლა მოსმენით, რომლებიც გამოიძახეს სასამართლოზე მათი რწმენის გამო. არ შემეძლო არ მეფიქრა მოციქულთა საქმეების წიგნზე და იმ საკითხავზე, დღეს რომ მოვისმინეთ.

„ როცა პეტრე და იოანე ხალხს ელაპარაკებოდნენ, თავს დაადგნენ მათ მღვდლები, ტაძრის მცველთა უფროსი და სადუკეველნი. (...) შუაში ჩაიყენეს ისინი და ეკითხებოდნენ. (...) მაშინ პეტრემ უთხრა მათ: ეს იესო არის ქვა, რომელიც უკუაგდეთ თქვენ, მაშენებლებმა, და რომელიც ქვაკუთხედად იქცა. სხვაში არავისში არ არსებობს ხსნა, არც არის ცის ქვეშ ხალხისათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით.” (საქმ 4,1-12)

რამდენჯერ მეორდება წუთისოფელში ეს სცენა. როდესაც ისმის ეს მტკიცე, ძლიერ დარწმუნებულობას დამყარებული პასუხები, ხშირად იბადებიან წამებულნი. წამებულნი ყოფილან ყველა ისინი, ვინც იძლევიან სიცოცხლეს რწმენის სახელით, რომელნიც კვდებიან, მაგრამ ზურგს არ აქცევენ რწმენას. დღეს მსოფლიოს მრავალ კუთხეში ეკლესიაში სიარული არაა ოდენ რწმენის დამოწმება არამედ გმირული ნაბიჯი; დღეს ზოგიერთ მხარეში აღიარო შენი კათოლიკობა, ძნელია... მოწამე დემეტრეს წინაშე მსურს გავიხსენო ისინი, რომლებმაც შიშის გამო უარი თქვეს კათოლიკობაზე და აირჩიეს ნაკლებად პრობლემური გზები. შესაძლოა, რომ ვინმე სხვას ჩემზე ძლიერი რწმენა ჰქონდეს? ახლაა ჟამი ფეხზე წამოდგომისა, სიქადულით უნდა ვაჩვენოთ, რაოდენ დიადი მემკვიდრეობა მიგვიღია, რომელიც უნდა იქცეს დამოწმებად. დემეტრე გვეუბნება: შესაძლებელია რწმენისათვის სიკვდილი! სხვაგან ვერსად ჰპოვებ ხსნას.

საყვარელო დანო და ძმანო, მეტად გვმართებს მისი შეყვარება, და ვთხოვთ პაპს მის შერაცხვას, ისევე როგორც, ვთხოვთ საქართველოს ხელისუფალთ, რომ აღიარებულ იქნას ის პატივი, რასაც იმსახურებს.


ერთი ჩვენი თანამემამულე დღეს გვაგრძნობინებს სიქადულს ჩვენი რწმენისათვის. იყავით იესოს მოწმენი!


+ მეუფე ჯუზეპე პაზოტო

ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი





Omelia per giornata per fratel demetre.


Carissimi fratelli e sorelle,

.

Permettetemi, prima di tutto di dire un grande grazie a tutti coloro che hanno preparato questa giornata, ma anche un grazie in particolare a padre Gabriele. Qualche anno fa mi ha parlato di questa figura, di fra Demetre, della necessità di cercare sue notizie, e dell’obbligo morale di farla conoscere. Gli ho datoo la benedizione con un certo scetticismo. Ma egli in silenzio Ha avuto la testardaggine di prendere contatti in India, in Italia, con i superiori francescani e con i vescovi de vari luoghi. Si questa giornata e’ particolarmente frutto delle sue fatiche e voglio dirgli grazie, a nome vostro.


In questo ultimo periodo pensando alla figura di fratel Demetre, ho capito quanto e’ e può ancor più diventare prezioso per la nostra chiesa, e per ciascuno di noi. Ci pensate sul serio? Un giovane di questa terra, figlio di questo popolo, di questa città e’ morto martire per Cristo in India. E vorrei aggiungere: e qui noi non sapevamo quasi niente di questo!

Cosa dice a me fratel Demetre? ,Mi permetto d comunicarvi alcune breve riflessioni che ho fatto in questi giorni:


1-So poco di lui, ma so che era un giovane di Tbilisi, che anche ha incontrato Gesù Cristo entrando nella chiesa cattolica. Anche in quel tempo, anche se la situazione forse era un po’ diversa, i cattolici si sentivano chiesa in minoranza. Anche oggi la chiesa cattolica qui e’ in minoranza ma Io considero questo una grazia perché’ vuol dire riscoprire le categorie che parlano d chiesa come “un piccolo gregge, un minuscolo seme, un pugno di lievito”. Il nostro essere oggi in minoranza dobbiamo vederlo come una grazia perché’ ci chiede una scelta di fede forte, per essere il sale che dà sapore ad una terra che non condivide la stessa fede; una minoranza non può che vivere di gesti creativi che provochino disorientamento per la loro benevolenza.

Essere minoranza significa essere la periferia, vivere, cioè, quei luoghi in cui l’incontro con l’altro interroga quotidianamente la tua fede, la mette in dubbio, la sollecita, la sfida. Il vangelo non è facile, è una scelta che scuote e propone la difficile - ma entusiasmante - via delle Beatitudini. Anche noi siamo in minoranza!


2- Fra Demetre non era sacerdote ma frate, religioso? Che cosa mi dice? Che ha capito proprio la via delle beatitudini, Chi entra in un ordine religioso significa che ha incontrato Gesù che gli ha detto viene e seguimi, si e’ innamorato di Gesù e Gesù e’ diventato prima delle altre persone, prima delle cose e dei beni materiali e prima di se stesso. Tutto per Gesù e tutto per gli altri perché innamorato di Gesù. Fra Demetre ha scelto Gesu’ prima di tutto! Non ci indica anche a noi una scelta da fare? A voi giovani, cosa vi dice? Non e’ partit da solo, ma ha trovato dei compagni che condividevano la sua scelta. Si segue Gesu’ assieme a qualche altro,,, ecco la chiesa! Spesso mi chiedo perche’ pochi giovani , oggi scelgono la vita cosancrata in una congregazione. Sapeste come e’ bello trovarsi assieme a vivere uno stesso ideale!!! Seguire questa e’ stata la sua forza!


3- fra Demetre ha lasciato la Georgia, la terra di cui come tutti i georgiani, ne era innamorato ed e’ andato missionario. La missione è proprio lo spazio dove l’incontro con il Signore assume un tono particolare, basta pensare alla missione nel libro degli Atti degli apostoli. E’ l’esperienza viva con il Risuscitato che spinge gli apostoli a superare ogni prova come risulta dalla riposta di Pietro e Giovanni al sinedrio davanti a l’obbligo di tacere l’annuncio della risurrezione: "Noi non possiamo tacere quello che abbiamo visto e ascoltato" (Atti 20,4). Demetre, come tanti altri missionari ha lasciato casa, famiglia, citta’ Patria.. per poter annunciare il vangelo. Egli conosceva diverse lingue dice il tamarashvii,e questa dono l’ha messo a disposizione del vangelo. Segno che Fratel Demetre aveva orizzonti larghi, sapeva allargare i suoi confini al di la’ della sua patria, della sua genta.. Gesu’ e’ per tutti. Il missionario si trova a casa sua in qualunque parte del mondo. Occorre uscire dal circolo vizioso della fede piccola, chiusa nei recinti di un territorio., Quando potremmo inviare anche noi qualcuno in missione? Cpsa vuol dire essere missionari in Georgia?


4- Per ultimo punto ho pensato al martiro che egli ha subito. Riascoltando quando nel documentario ci e’ stato raccontato della vicenda dei 4 francescani chiamati in processo a causa della loro fede., Non potevo non pensare agli atti degli apostoli e alla lettura che abbiamo ascoltato oggi.


“Pietro e Giovani stavano parlando, sopraggiunsero i sacerdoti il comandante delle guardie,. Li fecero comparire davanti a loro e si misero ad interrogarli… e Pietro rispose: : Questo Gesù’ e’ la pietra che e’ stata scartata dai costruttori ed e’ diventata pietra angolare, in nessun altro c’è salvezza sotto il cielo, non c’è altro nome dato agli uomini nel quale e’ stabilito che noi siamo salvati”. (At. 4,1-12)


Quante volte si ripete nel mondo questa scena. Quando si sentono queste risposte sicure, basate su convinzioni forti, spesso nascono i martiri. Martiri sono dunque tutti coloro che danno la vita in nome della fede, che muoiono, ma sono anche coloro i quali non indietreggiano dalla stessa fede. Oggi in tante aree del mondo, andare in chiesa non è una testimonianza di fede, ma di eroismo oggi anche dirsi cattolico in certi luoghi e’ difficile.. Davanti al martire Demetre voglio ricordare coloro che per paura hanno rinunciato al cattolicesimo e preferito una vita a con meno problemi. E’ possibile che la fede di un altro sia piu’ forte della mia? E’ ora di alzarsi in piedi, di mostrare con fierezza di aver ricevuto una grande eredità’ che deve diventare testimonianza. Demetre ci dice: si può morire per la nostra fede! In nessun altro luogo c’è salvezza.


Carissimi fratelli e sorelle,


Dobbiamo amare di piu’ questa figura, e chiederemo al papa la sua canonizzazione, come chiederemo alle autorità’ georgiane che venga riconosciuto l’onore che egli merita.

Un nostro connazionale, oggi ci fa fieri della nostra fede. Siate testimoni di Gesù!


+p. Giuseppe Pasotto