• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა იოაკიმე და ანა - ღვთისმშობელ მარიამის მშობლების მოხსენიება



ღვთისმშობელ მარიამის მშობლების, იოაკიმესა და ანას შესახებ ბიბლიაში არაფერია ნათქვამი, ამიტომაც მათ შესახებ ბევრი ინფორმაცია არ არის. ის, რამაც ჩვენამდე მოაღწია, აპოკრიფულ ტექსტებსა და ტრადიციებს უკავშირდება. მათი მოხსენიების დღე 26 ივლისია.



სავარაუდოდ, ანა უნდა ყოფილყო ახარის ქალიშვილი და ესმერის, ესლისაბედის დედის ანუ იოანე ნათლისმცემლის ბებიის და.


რაც შეეხება იოაკიმეს ცნობილია, რომ იყო სათნო და ძალზე მდიდარი ადამიანი დავითის (ისრაელის მეფე) შტოდან. იგი თავისი შემოსავლის ნაწილს ხალხს სწირავდა, ნაწილს კი – ღმერთს.


იოაკიმე და ანა იერუსალიმში ცხოვრობდნენ და ოც წელზე მეტხანს შვილი არ ჰყავდათ. იმ დროისათვის, ებრაელებისთვის შთამომავლის არ ყოლა, ღვთის კურთხევისა და მისი კეთილგანწყობის არარსებობის ნიშანი იყო.


ერთხელ, როცა იოაკიმემ ძღვენი ტაძარში მიიტანა, ვინმე რუბენმა (შესაძლოა ყოფილიყო მღვდელი ან მწიგნობარი) უთხრა, რომ შთამომავლობის არარსებობის გამო, იგი ღირსი არ იყო ტაძარში ძღვენის მირთმევისა. ამ სიტყვებით შეურაცხყოფილმა და შეძრწუნებულმა იოაკიმემ გადაწყვიტა წასვლა უდაბნოში, სადაც 40 დღე და 40 ღამე ცრემლსა და მარხვაში გაატარა. იგი ღმერთს შთამომავალს სთხოვდა. მთელს დღეებს ლოცვაში ატარებდა და ღმერთს დედობის მადლს სთხოვდა ანაც.


არსებობს კოცნის იკონოგრაფია კარგად ცნობილი კარიბჭის წინ, საიდანაც, ქრისტიანული გადმოცემის თანახმად, იესო იერუსალიმში დიდებით შევიდა. დაბრუნებიდან რამდენიმე თვეში, იოაკიმესა და ანას შვილი შეეძინათ, სახელად მარიამი. ბავშვი დედისა და მამის მზრუნველობით იზრდებოდა. მათი სახლი ბეთსაიდას აუზების ახლოს იდგა. 0


ებრაული ტრადიციის თანახმად, გამოჩნდა ღვთაებრივი ყოფნა და მესიის გამოჩენაც აქ უნდა ყოფილიყო.



არსებობს კოცნის იკონოგრაფია კარგად ცნობილი კარიბჭის წინ, საიდანაც, ქრისტიანული გადმოცემის თანახმად, იესო იერუსალიმში დიდებით შევიდა. დაბრუნებიდან რამდენიმე თვეში, იოაკიმესა და ანას შვილი შეეძინათ, სახელად მარიამი. ბავშვი დედისა და მამის მზრუნველობით იზრდებოდა. მათი სახლი ბეთსაიდას აუზების ახლოს იდგა.


ამ ადგილზე, XII საუკუნეში ჯვაროსნება ააგეს ტაძარი, რომელიც დღემდე არსებობს. იგი ანას სახელს ატარებს.


როდესაც მარიამი 3 წლის გახდა, ღვთისადმი მადლიერების ნიშნად,იოაკიმემ და ანამ ბავშვი ტაძარში მიიყვანეს, რათა იგი ტაძრის მსახურად შეეწირათ, როგორც ლოცვებში აღუთქვეს ღმერთს.


იოაკიმესა და ანას შესახებ ამის მეტი აპოკრიფებში ნათქვამი არაფერია.


კიდევ ერთი ფაქტი, რაც ანას შესახებაა დამატებული ის არის, რომ იგი, სავარაუდოდ, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ნეშტი დიდი ხნის მანძილზე დასაფლავებული იყო წმინდა მიწაზე, შემდეგ გადაასვენეს საფრანგეთში და დაკრძალეს აპტის საკათედრო ტაძართან აღმოჩენილ სამლოცველოში, სადაც არქეოლიგიურ გათხრებს თან ახლდა სასწაულები.


იესოს ბებიისა და ბაბუის კულტი ჯერ აღმოსავლეთში, ხოლო შემდგომ დასავლეთშიც გავრცელდა და საუკუნეების განმავლობაში ეკლესია სხვადასხვა დღეს მოიხსენიებდა.


1481 წელს პაპმა სიქტუს IV–მ წმინდა ანას ლიტურგიული მოხსენიება რომაულ ბრევიარიუმში შეიტანა და 26 ივლისი დააგდინა, რაც სავარაუდოდ, მისი გარდაცვალების თარიღად ითვლებოდა.


1584 წელს კი, პაპმა გრიგორ XIII-მ მისი მოხსენიება რომაულ კონდაკში მთელი ეკლესიისათვის შეიტანა. მეორე მხრივ, 1510 წელს, იულიუს II-მ ლიტურგიულ კალენდარში, 20 მარტს დააწესა წმინდა იოაკიმეს მოხსენიება.


ეს თარიღები ასწლეულების მანძილზე აღინიშნებოდა. ვატიკანის II კრების, ლიტურგიული რეფორმის შემდეგ, 1969 წელს ღვთისმშობლის მშობლების მოხსენიება გაერთიანდა და თარიღად განისაზღვრა 26 ივლისი.


2021 წლის 31 იანვარს, პაპმა ფრანცისკემ დაადგინა ბებიების, ბაბუებისა და ხანდაზმულთა მსოფლიო დღე, რომელიც აღინიშნება ივლისის IVკვირა დღეს. ეს დღე ყველაზე ახლოსაა იესოს ბებია–ბაბუის მოხსენიების დღესთან.


უნდა გვახსოვდეს ხანდაზმულები და ვიზეიმოთ მათთან ერთად, რომლებიც მომავალ თაობებს გადასცემენ რწმენას.


ქვემოთ მოყვანილია ბენედიქტე XVI-ისმიერ, წმინდა იოაკიმესა და ანას დღესასწაულზე არაერთხელ წაკითხული ლოცვა.


უფალო იესო, შენ იშობე წმინდა იოაკიმესა და ანას ქალიშვილის, ქალწული მარიამისაგან. გადმოხედე სიყვარულით მსოფლიოს ბებიებსა და ბაბუებს და დაიცავი ისინი. ისინი არიან ოჯახის, ეკლესიისა და მთელი საზოგადოების სიმდიდრე. დაეხმარეთ მათ, რადგან ხანდაზმულობის ასაკშიც კი, მთელი ოჯახისათვის სახარებისეული რწმენის ძლიერი საყრდენი არიან, ოჯახის იდეალების კეთილსინდისიერი დამცველნი და მტკიცე რელიგიური ტრადიციების ცოცხალი საგანძური.


დაე,ისინი იყვნენ სიბრძნისა და ფასეულობების მასწავლებელნი, რათა გადასცენ მომავალ თაობებს თავიანთი მოწიფული ადამიანური და სულიერი გამოცდილება.


უფალო იესო, დაეხმარე ოჯახებსა და საზოგადოებას, პატივი სცენ ბებიებისა და ბაბუების ყოფნას და მათ როლს.


დაე,მათ ნურასდროს გარიყავენ, არამედ ყოველთვის მიუდგნენ პატივისცემითა და სიყვარულით. დაე,მშვიდობაში გალიონ შენ მიერ მიმადლებული ცხოვრების წლები.


ჰოი, ქალქულო მარიამ, დედაო ყოველი ქმნილებისა, დაიცავი ბებიები და ბაბუები, წარუძეხი მათ დედამიწაზე მომლოცველობის ჟამს და შენი ლოცვებით ჰქმენ, რომ ერთ დღეს, ყველა ოჯახი გაერთიანდეს ზეციურ სამშობლოში, სადაც ხელგაშილილი ელი მთელს კაცობირობას, მარადიულ ცხოვრების წიაღში.

ამინ



შოთა გიქოშვილი