top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წითელ პარასკევს, ‘ჯვრის გზაზე’ პაპი ჯვარს თავად წაიღებს

  • 8 hours ago
  • 1 min read

წითელ (დიდ) პარასკევს, კოლოსეუმში, ლეონ XIV თავად გაუძღვება ‘ჯვრის გზის’ მსახურებას და ჯვარს თოთხმეტივე შეჩერებამდე მიიტანს. ეს იქნება წითელ პარასკევს მისი პონტიფიკატობის პირველი ‘ჯვრის გზა’.

 


„წითელი პარასკევის“ ჯვრის გზისთვის, ლოცვებისა და რეფლექსიების მომზადება პაპმა ლეონმა წმინდა მიწის ყოფილ კუსტოსს, მღვდელი ფრანჩესკო პატონის მიანდო, რომელიც წმინდა მიწის კუსტოსი 2016-2025 წლებში იყო. ამ სტატუსით იგი მსოფლიოს მრავალგზის აწვდიდა ინფორმაციას ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანთა ტანჯვების შესახებ. დღეს ის იორდანიაში, ნებოს მთაზე მდებარე ფრანცისკანელთა მონასტრის წევრია.


გასულ წელს ჯვრის გზის რეფლექსიები თავად პაპმა ფრანცისკემ დაწერა, რომელიც მაშინ ჯემელის კლინიკაში ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ წმინდა მართას სახლში დაბრუნდა. კოლოსეუმში ‘ჯვრის გზის’ მსახურების გაძღოლა, პაპმა ფრანცისკემ თავის ვიკარიუსს რომის ეპარქიაში, კარდინალ ბალდო რეინას მიანდო.



2026 წელს, კოლოსეუმში დაგეგმილი ‘ჯვრის გზის’ შესახებ ინფორმაცია წმინდა საყდრის პრესსამსახურმა გაავრცელა. ლოცვები და რეფლექსიები პარასკევს, შუადღისას გამოქვეყნდება.


შოთა გიქოშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

Comments


bottom of page