top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა მათე მოციქულის დღესასწაული

21 სექტემბერს კათოლიკე ეკლესია წმინდა მათე მოციქულისა და მახარებლის დღესასწაულს აღნიშნავს.


წმინდა მათე მოციქული თორმეტი მოციქულიდან ერთ-ერთი იყო. წმინდა მარკოზ მახარებელი მას მოიხსენიებს როგორც ლევ ალფეს ძეს, კაპერნაუმიდან (მარკ. 2,14). მათეს მოუხმო იესომ, მაშინ, როცა იგი საბაჟო საქმეებს განაგებდა (მათ. 9,13).


მათემ, სანამ მოძღვარს გაჰყვებოდა, პურობა გამართა, სადაც მოწვეული ჰყავდა მებაჟეები და ცოდვილები. უძველესი ტრადიციის მიხედვით, მათე არის ოთხთავის, პირველი სახარების ავტორი. მან თავისი სახარება დაწერა ებრაელებისთვის არამეულ ენაზე. იმის გათვალისწინებით, რომ იესოს, როგორც მესიას ელოდა ებრაელი ხალხი და რომ მასში აღსრულდა ყველა წინასწარმეტყველება.


კლიმენტი ალეკსანდრიელის ცნობებით, მათე 42 წლამდე ცხოვრობდა და ასწავლიდა იერუსალიმში, ხოლო შემდგომ ეთიოპიაში წავიდა, სადაც მოწამებრივად აღესრულა. სხვა გადმოცემების თანახმად, იგი ასევე მოწაფეობდა სპარსეთში.


მისი რელიკვია X საუკუნეში გადააბრძანეს აღმოსავლეთიდან ნეაპოლთან ახლოს მდებარე ქალაქ სალერნოში.


წმინდა მათე მახარებელი ქალაქ სალერნოსა და მისი ეპარქიის მფარველია, ასევე – ალკოჰოლზე დამოკიდებულთა, ბუღალტრების, ვალუტის გადამცვლელთა და საგადასახადო მუშაკთა მფარველი.


იკონოგრაფიაში წმინდა მათე წარმოდგენილია ახალგაზრდა ადამიანის გამოსახულებით, ხოლო მოგვიანებით, ბიზანტიურ ტრადიციაში გამოსახეს ჭაღარათმიან მოხუც მამაკაცად. შუასაუკუნეების დასავლური ტრადიციის მიხედვით, წარმოჩენილია ძლიერ, წვერებიან მამაკაცად. შემოსილია მოციქულის გრძელი, თეთრი მოსასხამით მჯდომარე, სადაც იგი წერს და თავზე ადგას ანგელოზი, რომელსაც მოაქვს შთაგონება.


მისი ატრიბუტიკაა წიგნი და კალამი, მახვილი ან ხალიჩა, ფრთოსანი ახალგაზრდის გამოსახულება, ფული მის ფერხთით და სამგზავრო ჩანთა.


შოთა გიქოშვილი



Comments


bottom of page