top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

14 ნოემბერს უპოვართა მსოფლიო დღე აღინიშნება


2021წელს მეხუთედ აღინიშნება პაპ ფრანცისკეს მიერ დადგენილ უპოვართა მსოფლიო დღე. ამ წლის თემა მომდინარეობს მარკოზის სახარებიდან: „ღარიბები მუდამ თქვენთან არიან“ (მკ. 14:7).



უპოვართა დღესთან დაკავშირებით, ასიზში პაპი ევროპის სხვადასხვა კუთხიდან ჩასულ 500 უპოვარს შეხვდება. იგი ღარიბების მიერ ნაჩუქარი ჯოხითა და მოსასხამით შევა ბაზილიკაში, აკურთხებს ქვას პორციუნკოლადან და გადასცემს მას ტერსატში უსახლკაროთა თავშესაფრის "Rose di San Francesco"-ს წარმომადგენლებს.


დღის ბოლოს, მონაწილეები მიიღებენ "+Three" პროექტის მიერ წარმოებულ ზურგჩანთას, რომელიც ხელს უწყობს გარემოსდაცვითი და ეკონომიკური მდგრადობის შესაბამისად დამზადებულ პროდუქტებს სოციალურად ეთიკური მიწოდების ჯაჭვის ფარგლებში. ანტი კოვიდურიტანსაცმლისა და მრავალჯერადად გამოყენებად ნიღბებს.


კვირას, 14 ნოემბერს, 10:00 საათზე (იტალიის დროით) პაპი 2 000 უპოვართან ერთად წმინდა პეტრეს ტაძარში წირვას აღავლენს. ზეიმის ბოლოს ყველა მონაწილეს ცხელი კერძები დაურიგდება .


პროგრამას ეხმარებიან მაკარონის მწარმოებელი ერთ–ერთი ქარხანა და სუპერმარკეტები, ასევე რამდენიმე სამრევლო. 5 ტონა მაკარონი, 1 ტონა ბრინჯი, 2 ტონა პამიდვრის სოუსი, 1000 ლიტრი ზეთი და 3000 ლიტრი რძე – ეს მხოლოდ პროდუქტების მცირე ჩამონათვალია.


ასევე ჯანმრთელობის, პირადი მოვლისა და პირველადი სამედიცინო დახმარების 5000 კომპლექტი დაურიგდება რომის 60-მდე სამრევლოს, რომლებიც შემდეგ ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს გადასცემენ.


პანდემიის ეპოქაში შეუძლებელი იყო წმინდა პეტრეს მოედანზე ჯანდაცვის ცენტრის მოწყობა, მაგრამ განხორციელდა პროექტი „ვირუსის ძიებაში“, რისთვისაც სპეციალურად აღჭურვილი ბანაკი ატარებს ტესტებს, რომელთაც შეუძლიათ შეაფასონ HCV-ის არსებობა, ვირუსი (C ჰეპატიტი) და აივ ვირუსი.


წმინდა პეტრეს მოედანზე, ღარიბთა მსოფლიო დღის პროგრამა 14 ნოემბერს, დაიწყება ღვთისმსახურების დასრულების შემდგომი ანგელოზისლოცვის მერე 12:00 საათის შემდეგ და გაგრძელდება 18:00 საათამდე.


პროექტი ხორციელდება კომპანია Regia Congressi S.r.l.-ის დახმარებით, ფლორენციის, S.I.M.G. (ზოგადი მედიცინისა და პირველადი დახმარების იტალიის საზოგადოება), რომის უნივერსიტეტის ტორ ვერგატას პოლიკლინიკის ინფექციური დაავადებათა განყოფილებისა და იტალიის წითელი ჯვრის ნებაყოფლობითი ექთნების კორპუსის მიერ.


ბოლოს კი გარკვეული შემოწირულებების დახმარებით 500 ოჯახს, რომლებსაც აქვთ ეკონომიკური სირთულეები და ხშირად მიმართავენ საქველმოქმედო ცენტრებს, გადაუხდიან გადასახადებს, მედიკამენტებსა და საკვებს უყიდიან.


ამ დღესთან დაკავშირებული პაპის გზავნილი, გასული წლის 13 ივნისს, წმინდა ანტონის დღესასწაულზე გამოქვეყნდა და პაპის მიერ დაინიშნა ახალი საბჭო, რომელიც ხელს შეუწყობდა ამ დღის პოპულარიზაციას.


წყარო: https://www.acistampa.com



შოთა გიქოშვილი



bottom of page