top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

4 თებერვალი – ადამიანური ძმობის საერთაშორისო დღე


გაეროს რეზოლუციის მიხედვით, 4 თებერვალს აღინიშნება დღე, როდესაც პაპმა და დიდმა იმამმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს „ადამიანური ძმობის შესახებ".


რომის პაპი ფრანცისკე გვთხოვს ლოცვას "რათა ყველამ ძმურად, მშვიდობით და ერთად იცხოვროს ჩვენს სამყაროში“. ამ განზრახვით, იგი იწვევს მორწმუნეებს 4 თებერვალს აღნიშნონ ადამიანური ძმობის პირველი საერთაშორისო დღე.


„აღინიშნება ადამიანური ძმობის პირველი საერთაშორისო დღე, რომელიც დაარსდა გაეროს გენერალური ასამბლეის ბოლოდროინდელი რეზოლუციით. ეს ინიციატივა ასევე ითვალისწინებს შეხვედრას 2019 წლის 4 თებერვალს აბუ დაბიში, როდესაც ალ-აზჰარის დიდმა იმამმა, აჰმად ალ-ტაიბმა და მე ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს ადამიანის ძმობის შესახებ მშვიდობისა და ერთად ცხოვრებისათვის. მოხარული ვარ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები უერთდებიან ამ დღის აღნიშნვნას, რომელიც მიმართულია რელიგიათაშორისი და კულტურათაშორისი დიალიგისაკენ. სწორედ ამიტომ მონაწილეობას მივიღებ ვირტუალურ შეხვედრაზე უმაღლეს იმამთან აჰმად ალ-ტაიბთან, გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერიშემთან და სხვა გამოჩენილ მოღვაწეებთან ერთად.


ზემოთხსენებული რეზოლუცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ აღიარებულია, როგორც შეტანილი წვლილი, რომელიც გააუმჯობესებს სხვადასხვა რელიგიებს შორის დიალოგს და დაგვეხმარება იმ ფასეულობების შეცნობაში, რომელსაც იზიარებს მთელი კაცობრიობა. დაე, ეს გახდეს ჩვენი ყოველდღიური ლოცვის ვალდებულება მთელი წლის მანძილზე“, – განაცხადა პაპმა.


"საბამედიას" ინფორმაციით, 2019 წელს, მაშინ როცა დოკუმენტს ორმა მხარემ ხელი მოაწერა, აბუ–დაბიში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

ადამიანური ძმობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სპეციალური ვებ–გვერდი ამუშავდა – International Day of Human Fraternity

თარგმანი შოთა გიქოშვილი
bottom of page