92 წელი ზაქარია ფალიაშვილის გარდაცვალებიდან
- catholic.ge
- Oct 6
- 1 min read
6 ოქტომბერს, შემოდგომის თბილ საღამოს, ქუთაისში, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლთან, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ბაღში მდებარეობს, კომპოზიტორის ხსოვნის საღამო გაიმართა – გარდაცვალების 92-ე წლისთავი.

ღონისძიებას ინიციატორი იყო ქუთაისის კათოლიკური საკრებულოს წინამძღვარი მამა გაბრიელე ბრაგანტინი, ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების მხარდაჭერით.
ქუთაისის კათოლიკე მრევლმა ყვავილებით შეამკო დიდი კონპოზიტორის ძეგლი.
მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა ქუთაისის კულტურული, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა, ბაია კოღუაშვილმა, რომელმაც წარადგინა სხვა გამომსვლელები: ნატა ვარლამიშვილი, მრევლის წევრი და ზაქარია ფალიაშვილის ოჯახის ნათესავი;
მარინე სულაქველიძე, ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორი;
მამა გაბრიელი და პოეტი ეთერ ფახურიძე;
და ბოლოს, საღამოს მშვენება ქუთაისის მ. ბალანჩივაძის მუსიკალური სასწავლებლის ბავშვთა გუნდი, რომელთა შესრულებულმა საგუნდო სიმღერებმა ყველას მოწონება და აღფრთოვანება დაიმსახურა.
საღამო დასრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით, რომლის მუსიკა ჩვენს საამაყო კომპოზიტორს ეკუთვნის.
Comments