top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

Facebook-მა დაამატა ფუნქცია “ვილოცოთ” – მისი გამოყენება აშშ–ია შესაძლებელი



2021 წლის 28 ივლისს, აშშ–ში Facebook-ს დაემატა ახალი ღილაკი, რაც ხელს უწყობს, მორწმუნეებმა ერთმანეთისათვის სოციალურქსელში ილოცონ. ესფუნქცია ასევე ხელს წყობს თემატურ და მიზნობრივ რეკლამასაც –ამის შესახებ,ქრისტიანული პორტალი Invictory.com წერს.



Photo - reuters.com


კომპანიაში განარტავენ, რომ პანდემიის პერიოდში ხალხი ერთმანეთს ლოცვას სთხოვდა, შესაბამისად,ახალი ფუნქციის დამატებით შეიქმნა ინსტრუმენტი, რომელიც აერთიანებს იმ ხალხს, ვინცლოცვას საჭიროებს.


ახალი ფუნქციამთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ქრისტიანული ორგანიზაციის მიერ იტესტებოდა. მაისში კი, იგი ხელმისაწვდომი გახდა აშშ–ში, ყველა ჯგუფისთვის.


ფუნქციის მუშაობის პრინციპი ასეთია:


ჯგუფში ქვეყნდება თხოვნა ლოცვის შესახებ.


გვერდზე გამოჩნდება ღილაკი, რომელითაც მომხმარებელს შეუძლია ასეთ თხოვნაზე რეაგირება მოახდინოს – “მე ვილოცე”. როდესაც მომხარებელი შეეხება ღილაკს, წერილის ქვეშ გამოჩნდება იმ პირების სახელები, რომლებმაც ილოცეს.


ღილაკის “მე ვილოცე” არჩევისას, სოციალური ქსელი მომხმარებელს მომდევნო დღის ლოცვასაც ახსენებს.


გარდა ამისა, ლოცვის შესახებ თხოვნის გამოქვეყნებისას, ჯგუფის წევრებს შეუძლიათ მიუთითონ კონკრეტული მლოცველი, დაწერონ კომენტარი ან მისწერონ ლოცვის მთხოვნელს პირადი შეტყობინება.



Photo - reuters.com


სოციალური ქსელის ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია შეაგროვის მონაცემები რეკლამის პერსონალიზაციის შესახებ. საუბარია იმაზე, რომ მომხმარებლის მოქმედებები შეფასდება და შემდგომ ეს განაპიროებებს, თუ როგორი რეკლამა იქნება ასახული მათ გვერდზე.


რეკლამის მიმწოდებლებს შეეძლებათ მკაფიოდ განსაზღვრონ რეკლამა ლოცვის თხოვნებისა და მათი რეაქციების გამოყენებით.


აშშ–ის რელიგიური პირები მხარს უჭერენ სიახლეს, თუმცა შიშობენ, რომ ლოცვების თხოვნისას, კონფიდენციალურობა შესაბამის დონეზე დაცული არ იქნება. ასევე შიშობენ იმის შესახებაც, თუ როგორ იქნება შემდგომში გამოყენებული მომხარებელთა პირადი მონაცემები.


ეკლესიების ლიდერებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, რომ Facebook-ში არასაკმარისად იფილტრება შეტყობინებები და ქსელი არასაკმარისად ებრძვის რელიგიურ ფონზე სიძულვილის გაღვივების რეალურ საფრთხეებს.



Photo - reuters.com


წყარო: blagovest-info


შოთა გიქოშვილი
bottom of page