საჯარო ღვთისმსახურები აღდგება
- May 18, 2020
- 1 min read
იტალიის კათოლიკე ეკლესია

ახალი პროტოკოლის მიხედვით, რომელსაც ხელს აწერენ იტალიის კათოლიკე ეკლესიის მმართველი კარდინალი, იტალიის პრემიერ მინისტრი და იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი, იტალიაში 18 მაისიდან საჯარო ღვთისმსახურები აღდგება, თუმცა მთელი რიგი აკრძალვებით. - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო romatoday წერს. შეზღუდვები ასეთია: ყველასთვის სავალდებულოა ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცია. სპეციალურმა მოხალისეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მორწმუნეები ეკლესიაში სხვადასხვა კარიდან შევიდნენ და გამოვიდნენ. მათვე ევალებათ ტაძარში წესრიგის დაცვაც. იქ, სადაც ეკლესიები პატარაა, რეკომენდაცია ეძლევათ მსახურებები ღია ცის ქვეშ ჩაატარონ. მცირედი ცვლილება ეხებათ ასევე ზიარების გაცემისა და აღსარების ჩაბარების წესებსაც.
Comments