‘ხელოვნური ინტელექტი მშვიდობის საქმეს უნდა ემსახურებოდეს’ - პაპი ლეონ
პაპი ლეონ XIV მიესალმა გლობალურ სამეცნიერო შეხვედრას, რომელიც მიეძღვნა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს. სიმპოზიუმი, სახელწოდებით AI4Peace ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

21 სექტემბერს, პაპის ლატერანის უნივერსიტეტში, საერთაშორისო კონფერენციის გახსნისას, წმიდა მამის გზავნილი „სიცოცხლის დაცვის აკადემიის“ კანცლერმა, მამა ანდრეა ჩუჩიმ წაიკითხა.
ლეონ XIV მონაწილეებს ნაყოფიერი შრომა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ხელოვნური ინტელექტი ხელს შეუწყობს პასუხისმგებლობის განმტკიცებას, რათა ტექნოლოგიური ინოვაციები საერთო კეთილდღეობას ემსახურებოდნენ.
„კონფლიქტებითა და დაყოფით გაჯერებულ სამყაროში, ხელოვნური ინტელექტის განვითარება მოითხოვს სიბრძნესა და გულწყალობაზე დაფუძნებულ ხედვას, რათა ტექნოლოგიური პროგრესი თითოეული ადამიანის ღირსებას ემსახურებოდეს და ამყარებდეს იმ კავშირებს, რომლებიც კაცობრიობის ოჯახს აერთიანებს“.
წმიდა მამამ მოიყვანა ციტატა თავისი ენციკლიკიდან Magnifica Humanitas: „ღვთის გულმოწყალების ჩანაფიქრი დღესაც ისტორიაზე გადის და ციფრულ ეპოქაში სახარებისეული ცხოვრების „გზამკვლევი“ ხდება”.
გზავნილის ბოლოს, პაპი მონაწილეებს ლოცვებში განამტკიცებს, რათა მათმა ძალისხმევამ ხანგრძლივი ნაყოფი გამოიღოს და ყველას უხვად ჰქონდეს ღვთის კურთხევა.
შოთა გიქოშვილი




Comments