ამერიკულმა გუნდმა რენიუმ ქრისტი ჩაწერა საგალობელი „შენ აღმადგენ მე“.
პანდემიის პერიოდში, იმედი ახშობს უიმედობას, სწორედ ამ მიზნით, ამერიკულმა გუნდმა რენიუმ ქრისტი ჩაწერა საგალობელი „შენ აღმადგენ მე“. მისი ორგანიზატორი დიაკონი ჰაიმე ლორენცოა, ის ამჟამად ლუიზიანაში ცხოვრობს. დიაკონის თქმით, იდეა ლოცვისას დაიბადა და ინტერნეტით ჩაწერილი ხმები მას 5 დღეში გაუგზავნეს. „ამ მოვლენამ გამაოცა. ჩვენ ჯგუფში 50 ადამიანია მუსიკით დაკავებული ვიპიქრე, რომ იქნებ რაიმე ჯგუფური მუსიკა ჩაგვეწერა. 17 სხვადასხვა ხმა მომივიდა ასარჩევად, იყო სხვადასხვა მელოდია. ჩანაწერები მათაც კი გამომიგზავნეს, ვინც არ ეკუთვნოდა გუნდს“, - ამბობს ჰაიმე ლორენცო.
დიაკონი თავადაც მონაწილეობს ვიდეოში და ამბობს, რომ ეს არის ნამდვილი ლოცვა და დახმარება მათთვის, ვინც ამ პერიოდში იტანჯება. იგი თვლის, რომ მოწოდებულია იმედის გავრცელებისათვის და იმედი შეიძლება მივცეთ ტელეფონით გადაგზავნილი ფოტოთი, ერთი ზარით ან უბრალოდ ნაცნობი მელოდიის ნოტებით. ამ გზით მიაპყრობენ მზერას ღმერთს, რომელიც ყველა ქარიშხალს აღემატება.
Comments