top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

VI საერთაშორისო სიმპოზიუმი – 'კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში'

2023 წლის 7–8 ივლისს, სულხან–საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართა სიმპოზიუმი სახელწოდებით „კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში“. სიმპოზიუმის მიზანია კათოლიკური მემკვიდრეობის, ქართული კულტურისა და ცნობიერების ჩამოყალიბებაში რომის კათოლიკე ეკლესიის მნიშვნელობის გაანალიზება.



სიმპოზიუმის პირველ დღეს, მონაწილეებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, მღვდელმსახური აკაკი ჭელიძე, რის შემდეგაც, სიმპოზიუმი საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ გახსნა. სიტყვა წარმოთქვა წმინდა საყდრის დესპანმა საქართველოში, არქიეპისკოპოსმა ჟოზე აველინო ბეტანკურმა.


“საქართველოს კათოლიკური მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი ამ სიმპოზიუმის ფარგლებში თქვენ ერთად შეკრიბეთ ექსპერტები, მკვლევარები თუ ანალიტიკოსები, რათა ჩაუღრმავდეთ წარსულს და მისით შთაგონებულებმა იმედით გაჰყუროთ მომავალს. ამგვარი ინიციატივები ჩვენს მხარდაჭერას იმსახურებს, რადგან ისინი წარმოადგენენ განსჯისა და ფიქრის ერთგვარ „გონებრივ ცენტრს“, რომელსაც ძალუძს შემოგვთავაზოს ახალი იდეები, ახლებური ხედვა, შთაგვაგონოს შემოქმედებითი მიდგომები და განახლებული ენერგიითა და ენთუზიაზმით აღავსოს ჩვენი სამომავლო საქმიანობა.მომავლისკენ ორიენტირებულ ამგვარ საქმიანობაში წმიდა საყდრის სადესპანო მუდამ თქვენს გვერდითაა და იღვაწებს ყველა ქართველის სასიკეთოდ”, - აღნიშნა გამოსვლისას ელჩმა.


ფილოლოგიისა და ფილოსოფიის დოქტორმა მერაბ ღაღანიძემ აუდიტორიას წარუდგინა გასული წლის სიმპოზიუმის მასალებისგან შედგენილი კრებული.


მოხსენებები სამ პანელად გადანაწილდა. პირველ დღეს მოხსენებები წარმოადგინეს:


– ნუგზარ ბარდაველიძე – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი, თემით: „ლათინური წესის სამოციქულო ადმინისტრაცია საქართველოში სამი ათწლეულის გამოწვევები“

– კათოლიკე მღვდელმსახური გაბრიელე ბრაგანტინი – სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი– თემით: „ორი პაპი საქართველოში 30 წლის განმავლობაში“

– თამარ ჩარკვიანი – კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი – თემით: „რელიგიათა ურთიერთდამოკიდებულების მონომოდელის, მულტიმოდელისა და ინტერმოდელის ანალიზი საქართველოში ინტერრელიგიური დიალოგის პროცესში „

– ელდარ ბუბულაშვილი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი; თბილისის სასულიერო აკადემიის პროფესორი

– ნატო ყრუაშვილი – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი – თემით: „სტამბოლის ქართველ კათოლიკე მამათა სავანე და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა“

– დეკანოზი მამა ზურაბ კაკაჩიშვილი – თეოლოგიის დოქტორი; თბილისის კათოლიკური საკათედრო ტაძრის წინამძღვარი – თემით: "ქრისტეს მოწმენი საქართველოში IV-X საუკუნეებში": პოლონურად გამოცემული წიგნის პრეზენტაცია

– ნუგზარ პაპუაშვილი – ფილოლოგიის დოქტორი; სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი – თემით: „სოლომონ დოდაშვილი და კათოლიკე ეკლესია საქართველოში“

– მარიამ მარჯანიშვილი – ფილოლოგიის დოქტორი; ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი– თემით: „მარიამ ყაუხჩიშვილი - განათლების რეფორმატორი ქუთაისში“

– ანტონ ვაჭარაძე – დოქტორანტი; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) საარქივო და მეხსიერების კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი– თემით: „კათოლიკე კომპანიონების ოჯახი საქართველოსა და ირანში“

– ნათელა ხითარიშვილი – დოქტორანტი; ქალაქ ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი– თემით: „ივანე გვარამაძე ეროვნულობის სადარაჯოზე“.


მეორე დღეს კი მოხსენებები წარმოადგინეს:


– მურმან პაპაშვილი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი; შუა საუკუნეების ისტორიის კათედრის გამგე – თემით: "მეფე ერეკლე I და კათოლიკობა (პრობლემის ახლებური ანალიზი) "

– სერგო ვარდოსანიძე – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი; თეოლოგიის დოქტორი; თბილისის სასულიერო აკადემიის პროფესორი – თემით: "ევროპელ მოგზაურთა და კათოლიკე მისიონერთა ცნობები ტყვეთა სყიდვის შესახებ დასავლეთ საქართველოში (XVII საუკუნე)"

– დავით მერკვილაძე – ისტორიის დოქტორი; შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი – თემით: "თეატელი მისიონერები საქართველოში ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ"

– გიორგი კალანდია – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორი– თემით: "ლიბანის ექსპედიციის ანგარიში"

– ანა ჭკუასელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი – თემით: "XVIII საუკუნის ორენოვანი ლექსიკოგრაფიის ისტორიიდან (პირველი იტალიურ-ქართული სამკურნალო მცენარეთა ლექსიკონი)"

– მაია დამენია – დოქტორანტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – თემით: "ემანუელე და იგლესიასის ქართულ-იტალიური და იტალიურ-ქართული ლექსიკონის გრამატიკული ნაწილის ანალიზისათვის"

– დავით თინიკაშვილი – ისტორიის დოქტორი; კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი – თემით: "საქართველოს წარმომადგენელთა ანტიკათოლიკური პოზიცია ფერარა-ფლორენციის კრებაზე როგორც გამონაკლისი ქვეყნის პროდასავლურ საგარეო პოლიტიკაში"

– ელისაბედ მაჩიტიძე – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი; კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი – თემით: "სტამბოლის კათოლიკურ სათვისტომოში აღზრდილი კათოლიკე ქართველები "

– თორნიკე ლიპარტიანი – სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტი – თემით: "ლიპარტიანთა კათოლიკეობის შესახებ"

– ელისაბედ რიშარი – თანამედროვე რელიგიების ისტორიის მაგისტრი; დოქტორანტი Ecole Pratique des Hautes Etudes, L’Orientale in Naples – თემით: "ანდრეა - ქართველი თეატინი მისიონერი გოაში XVII საუკუნეში"

– ლუკა სესო – ხორვატიის კათოლიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი – თემით: "იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ქართული და ხორვატული ელემენტების რამდენიმე შენიშვნა და შედარება"

– იაროსლავ ფრანკი – ოლომოუცის პალაცკის უნივერსიტეტის პროფესორი– თემით: "ქრისტიანული მემკვიდრეობა ჩეხეთში: ევროპული პერსპექტივა".


ყოველწლიურად სიმპოზიუმს ორგანიზებას უკეთებს სულხან–საბა ორბელიანის უნივერსიტეტი და კათოლიკე ეკლესიაში არსებული კულტურის კომისია, რომელსაც მამა გაბრიელე ბრაგანტინი ხელმძღვანელობს. მღვდელმსახური სიმპოზიუმზე თავადაც წარმოადგენს საკუთარ ნაშრომს.


წაკითხული მოხსენებები ტრადიციისამებრ, გამოიცემა კრებულის სახით.



თაკო ფეიქრიშვილი

bottom of page