top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

სან გალგანოს სააბატო - შთამბეჭდავი მონასტრის ნაშთი იტალიაში

სან გალგანოს ძველი სააბატოს ძალიან შთამბეჭდავი ნაშთი ის ადგილია, რომელიც ოდესღაც ტოსკანას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს მონასტერს წარმოადგენდა.


სან გალგანოს სააბატო - შთამბეჭდავი მონასტერის ნაშთი იტალიაში სან გალგანოს ძველი სააბატოს ძალიან შთამბეჭდავი ნაშთი ის ადგილია, რომელიც ოდესღაც ტოსკანას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს მონასტერს წარმოადგენდა.


დიდგვაროვანმა რაინდმა, გალგანო გვიდოტიმ უარი თქვა კომფორტულ ცხოვრებასა და სიმდიდრეზე, მიიღო ცისტერციელთა აღთქმები და სიპის მთაზე ააგო სამლოცველო, სადაც 1180 წელს განდეგილად გარდაიცვალა. მოგვიანებით სხვა ცისტერციანელმა ბერებმა, გვიდოტის პატივსაცემად, რომელიც შემდეგ წმინდანი გახდა, ააგეს დიდი შენობა.


ასე დაიბადა სან გალგანოს სააბატო, დიდებული მონასტერი, რომელიც დღეს, იტალიაში, ცისტერციან-გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო და პრესტიჟულ ნიმუშად ითვლება.


1300 წელს სააბატო განადგურდა ჯოვანი აკუტოს ჯარების მიერ, ხოლო 1400 წელს დაიწყო დაცემის პერიოდი, რომელიც დასრულდა სამონასტრო ორდენების გაუქმების გადაწყვეტილებით.


სააბატოდან არც თუ ისე შორს, მონტესიპეს ერმიტაჟიში ინახება "ექსკალიბურის" საიდუმლო - ხმალი, რომელიც წმიდა გალგანომ კლდეში ჩაარჭო, როდესაც გადაწყვიტა, რომ დაეტოვებინა თავისი მდიდრული ცხოვრება და განდეგილი გამხდარიყო. კლდეში ხმლის ჩარჭობა გალგანოსთვის მშვიდობის ჟესტი იყო.


მისი გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ, 1185 წელს, პაპმა ლუციუს III-მ იგი წმინდანად შერაცხა, ხოლო ვოლტერას ეპისკოპოსმა, უგო სალადინიმ ბრძანა, დაეკრძალათ კლდის გვერდით, რომელშიც ჯერ კიდევ მისი ხმალი იყო ჩარჩენილი, აქვე ააგეს მრგვალი სამლოცველო.


მონტესიპეს ერმიტაჟში არსებული კლდეში ჩარჩენილი მახვილის საიდუმლო, ისევე როგორც მონასტრის ყველა საიდუმლოებები, დღემდე აგრძელებს ადამიანების მოხიბვლას, განსაკუთრებით კი ბავშვებისა და მოზარდების ყურადღებას იქცევს.



 შოთა გიქოშვილი

 

 

 

bottom of page