top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ავადმყოფთა მსოფლიო დღე და ზეთის ცხების საიდუმლო

ავადმყოფთა მსოფლიო დღე კათოლიკურ ეკლესიაში 1992 წელს პაპმა იოანე პავლე II-მ დააწესა. მას სურდა, რომ ეს დღე მიეძღვნა ხორციელად და სულიერად ტანჯული ადამიანებისთვის.

 


სნეულთა მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ეკლესიებში, საავადმყოფოებში, ჰოსპიტალებსა და მოხუცებულთა თავშესაფრებში აღევლინება წმიდა წირვები, რომლის დროსაც სრულდება ავადმყოფთა ზეთის ცხების საიდუმლო.

 

ვის შეუძლია მიიღოს სნეულის ზეთის ცხების საიდუმლო?

 

კათოლიკური ეკლესიის დოკუმენტების თანახმად, სნეულის ზეთის ცხების საიდუმლოს მიღება ადამიანის ცხოვრებაში რამდენჯერმე შეიძლება — სერიოზული და სიცოცხლისთვის საშიში დაავადების შემთხვევაში, თუ მისი ჯანმრთელობა გაუარესდა, განმეორებითი დაავადების შემთხვევაში და ხანდაზმულობაში. თუმცა, ის არ მიეცემა მათ, ვინც გამუდმებით სჩადის აშკარა მძიმე ცოდვას.

 

წმინდა ლიტურგიის შესახებ, კონსტიტუციაში „Sacrosanctum Concilium“ ნათქვამია, რომ სნეულთა ზეთისცხების საიდუმლოს მიღების შესაფერისი მომენტია, როდესაც მორწმუნეებს „ემუქრებათ სიკვდილის საფრთხე ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო“.

 

საიდუმლოს აღსრულებისათვის საჭირო ზეთი, რომელსაც ეპისკოპოსი აკურთხებს დიდი ხუთშაბათის მირონის კურთხევის წმიდა წირვის დროს (საქართველოში ეს ხდება დიდ ოთხშაბათს).

 

სნეულთა ზეთის ცხების რიტუალის დროს მღვდელი ადებს ხელებს ავადმყოფის თავზე, ჩუმად ლოცულობს მასზე და სცხებს წმიდა ზეთს. „საჭიროების შემთხვევაში, საკმარისია ერთი ცხება შუბლზე ან თუნდაც სხეულის სხვა ნაწილზე“, - ნათქვამია კანონიკური სამართლის კოდექსში.

 

კათოლიკური ეკლესიის კატეხიზმოს მიხედვით, „სნეულთა ზეთის ცხების საიდუმლოს უპირველესი მადლი არის გაძლიერების, მშვიდობისა და გამბედაობის მადლი, რათა დაძლიოს სერიოზული ავადმყოფობა ან ხანდაზმულობის უძლურებასთან დაკავშირებული სირთულეები“. იგი განმარტავს, რომ საიდუმლოს მიმღებნი უნდა იყვნენ „მადლის მდგომარეობაში“, ანუ თავისუფალი უნდა იყვნენ მძიმე ცოდვისგან.

 

ეკლესია ნებას რთავს, რომ საიდუმლო ბავშვებსაც მიეცეს, „თუ მათ მიაღწიეს გონებრივი განვითარების ისეთ დონეს, რომ ამ საიდუმლოს მათთვის ნუგეშის მოტანა შეუძლია“, -  ეს განსაკუთრებით ეხება იმ ბავშვებს, რომელთა სიცოცხლესაც სერიოზული საფრთხე ემუქრება, მაგალითად, კიბოს გამო.

 

კურთხევის საიდუმლოს მიღება შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში ეკლესიაში, წირვის შემდეგ, ზაქრისტიაში, საავადმყოფოში, სახლში მღვდლის ვიზიტის დროს, ასევე ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში.

 

ამავდროულად, „მორწმუნეები, რომლებიც რაიმე მიზეზით სიკვდილის საფრთხის წინაშე დგანან, უნდა გაძლიერდნენ წმიდა ზიარებით”, - ნათქვამია კოდექსში. აღნიშნულია, რომ “სნეულთათვის წმიდა ზიარების მიცემა დიდხანს არ უნდა გადაიდოს“.

 

ლურდში მეთვრამეტე გამოცხადების დროს, ღვთისმშობელმა სხვა საკითხებთან ერთად, სნეულებს მოუწოდა, ღმერთში იმედი ეძიონ და სთხოვა, ილოცონ ცოდვილთა მოქცევისათის. მარიამის მიერ მითითებულ ადგილას წყარომ ამოხეთქა. მისი გამოყენებით, ლურდის ერთ-ერთი მცხოვრები პარალიზებული ხელის მქონე ადამიანი განიკურნა.

 

დღეს, საფრანგეთში, ლურდის ღვთისმშობლის სანქტუარიუმი ცნობილი მომლოცველთა ადგილია, რომელსაც ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტი პილიგრიი და ტურისტი სტუმრობს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Comments


bottom of page