top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ანგარიში: ‘კომისია ქალების დიაკვნობაზე უარს ამბობს. გადაწყვეტილება საბოლოო არ არის’


გამოქვეყნდა ანგარიში, რომელიც ქალთა დიაკონატის შესწავლის კომისიამ მოამზადა და იგი პაპს კომისიის კარდინალმა ჯუზეპე პეტროკიმ წარუდგინა. დოკუმენტის მიხედვით, გამოირიცხა შესაძლებლობა, რომ ქალებს ხელი დაასხან დიაკვნად, თუმცა აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე მაინც შეუძლებელია „საბოლოო შეფასების ფორმულირება — ისე, როგორც მღვდლად ხელდასხმის შემთხვევაში“.

 

ree

კომისიამ ისტორიული ხასიათის კვლევაზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ „სხვადასხვა დროსა და ადგილას, სხვადასხვა ფორმით, ეკლესიამ აღიარა ქალებისთვის დიაკვნის წოდების მინიჭების საკითხი, მაგრამ მას ამავდროულად ორაზროვანი მნიშვნელობა მიანიჭა. საერთაშორისო თეოლოგიურმა კომისიამ, თავის მხრივ, დაასკვნა, რომ ეს მსახურება არ უნდა იქნას აღქმული როგორც ქალური ვარიანტი, რომელიც უთანაბრდება მამაკაცის დიაკონატს“.

 

ანგარიშის მიხედვით, წმიდა ისტორიული პერსპექტივა არ იძლევა რაიმე საბოლოო დასკვნის გაკეთების საშუალებას.  საკითხი ასევე უნდა გადაწყდეს დოქტრინალურ დონეზე.


კარდინალი ჯუზეპე პეტროკი პაპს კომისიის მიერ სხვადასხვა საკითხზე მსჯელობისა და კენჭისყრის შედეგებს აცნობს. მისი ინფორმაციით, კომისიის ყველა წევრმა, თითქმის ერთხმად მისცა ხმა იმ თეზისს, რომ ზოგადად, ქალის დიაკვნობა იყო Sui Generis ( უნიკალური, რომელიც არ ემთხვევა სხვა ტიპურ მსახურებას) მსახურება და კაცების დიაკვნობის, მღვდლობისა და ეპისკოპოსობისგან განსხვავებით, არ იყო დაკავშირებული სამოციქულო მემკვიდრეობასთან. ამავდროულად, ქალთა დიაკვნობა პასუხობდა ეკლესიის შესაძლებლობების სამწყსო გამოწვევებს საზოგადოებაში, რომელიც ხასიათდებოდა სქესთა შორის მკაცრი სეგრეგაციით.

 

მეორე თეზისი, რომელიც ერთხმად იქნა მიღებული, ასე ჟღერს:

„წმიდა თეოლოგიის კონტექსტში, დიაკონატის თემის სისტემური შესწავლა, მღვდლობის საიდუმლოსთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს – რამდენად შესაძლებელია ქალების დიაკვანდ ხელდასხმის თავსებადობა კათოლიკური დოქტრინის იერარქიულ მსახურებასთან?“


კომისიის წევრებს შესთავაზეს პასუხი გაეცათ კითხვაზე, ეთანხმებოდნენ თუ არა ქალების დიაკონატს, როგორც მღვდლობის საიდუმლოს მესამე ხარისხის დადგინებას. წევრების უმეტესობამ უარყოფითი პასუხი გასცა.

 

კომისიამ ასევე განიხილა ახალი მსახურებების შექმნის შესაძლებლობა, რომლებიც ხელს შეუწყობს მამაკაცებს შორის ურთიერთთანამშრომლობას.

 

კარდინალი პეტროკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქალთა დიაკონატის შესწავლის კომისიის ბოლო შეხვედრას, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში გაიმართება. იერარქი აღნიშნავს, რომ კონსესუსის არარსებობის გამო, განხილვის საგანი გახდა სინოდალურობის შესახებ მოსამზადებელი დოკუმენტებიც.

 

„ეს დოკუმენტები მიუთითებს, რომ ეკლესიის ზოგიერთი წევრი, ქალთა დიაკვად ხელდასხმას მიუღებლად მიიჩნევს, რადგან ეს ეწინააღმდეგება ეკლესიის ტრადიციას და ასევე ანთროპოლოგიური დაბნეულობის საშიშროებას ქმნის“.


ასევე აღინიშნა, რომ ზოგიერთი ადგილობრივი ეკლესია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ასეთ პერსპექტივას.

 

სინოდის საბოლოო დოკუმენტის 60–ე პუნქტმა ყველაზე მეტი უარყოფითი ხმა მიიღო და ეს პუნქტი ქალთა დიაკვნობას ეხება.

 

კარდინალი აჯამებს ქალთა დიაკონატის დაშვების მომხრეთა არგუმენტებს და დასძენს, რომ ეს არგუმენტები „ხშირად ეწინააღმდეგება კათოლიკე და მართლმადიდებელი ეკლესიების ტრადიციას“. ესენია მამაკაცებისა და ქალების თანასწორობა, როგორც ღვთის ხატებისა, მათი თანასწორი ღირსება წმიდა წერილზე დაყრდნობით (დაბ. 1:27) და მტკიცება, რომ „არ არის არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამაკაცი და არც ქალი, რადგან თქვენ ყველანი ერთნი ხართ ქრისტე იესოში“ (გალ. 3:28).


და ბოლოს, მნიშვნელოვან არგუმენტად არის ხაზგასმული სოციალური განვითარება, სამოქალაქო საზოგადოების ყველა ფუნქციაზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა. 

ამ არგუმენტების გათვალისწინებით, კარდინალი პეტროკი დასძენს, რომ  ზოგიერთი პეტიციები არ შემოიფარგლება მხოლოდ ქალთა დიაკვნობის დაშვებით, არამედ მოითხოვს ქალებისთვის მღვდლობის საიდუმლოს ყველა ხარისხზე წვდომას, ხოლო იესო ქრისტეს მამრობითი სქესი აღიქმება, როგორც „სექსისტური და ვიწრო“ არგუმენტი, რომელიც დისკრიმინაციას უწევს ქალებს – „ამ თვალსაზრისით, რადგან დიაკვნად ხელდასხმა არ არის სამღვდელო ხარისხის გამო, არამედ მსახურების გამო (LG 29), ქალების გამორიცხვა არ შეიძლება გამართლებული იყოს, რადგან ქალებს ასევე შეუძლიათ წარმოადგინონ ქრისტე დიაკვნობაში“.

 

კარდინალმა პაპს წარუდგინა ქალთა დიაკონატის შესწავლის კომისიის მიერ მიღებული დოკუმენტაციის შინაარსი. მასში ირკვევა, რომ ბევრი ქალი საკუთარი ხელდასხმისთვის საკმარისად მიიჩნევს ეკლესიისადმი ერთგულებას. სხვები აცხადებენ მოწოდების ძლიერ „გრძნობას“, თითქოს ეს ეკლესიისთვის აუცილებელი გარანტია იყოს. ბევრი ქალი უკვე ასრულებს დიაკვნებისთვის დამახასიათებელ მსახურებას, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც მღვდლები არ არიან და ისინი თავს მიიჩნევენ ხელდასხმის საიდუმლოს მიღების ღირსად. ზოგი გამოთქვამს სურვილს, ხელდასხმულიყო ავტორიტეტის, პატივისცემის, მხარდაჭერისა და უპირველეს ყოვლისა, თანასწორობის ნიშნად.

 

ქალთა დიაკონატის შესწავლის კომისიის ბოლო სხდომაზე სრულიად განსხვავებული თვალსაზრისი გამოითქვა: „ქრისტეს მამრობითი სქესი და, შესაბამისად, მღვდლად ხელდასხმულთა მამრობითი სქესი შემთხვევითი არ არის, არამედ წარმოადგენს საიდუმლოებრივი იდენტობის განუყოფელ ნაწილს, რომელიც ინარჩუნებს ქრისტეში ხსნის ღვთაებრივ წესრიგს. ამ რეალობის შეცვლა არ იქნებოდა უბრალოდ მსახურებაში ცვლილებების შეტანა, არამედ ხსნის, როგორც ქორწინების აღთქმის მნიშვნელობის ჩამოშლა“.

 

კომისიის ხუთმა წევრმა ამ ფორმულირებას მხარი დაუჭირა, ხუთი კი წინააღმდეგი იყო.

 

წერილის დასასრულს, კარდინალი პეტროკი აღნიშნავს, რომ მისი აზრით, ქალის დიაკონატისს საკითხში გონივრული ხაზი უნდა შენარჩუნდეს. ასევე აუცილებელია დიაკვნობის გაღრმავება, მისი ზოგიერთი სტრუქტურული და სამწყსო ასპექტის გარკვევა, რომლებიც ჯერ კიდევ არასაკმარისად არის განმარტებული. იერარქი ხაზს უსვამს, რომ მსოფლიოს მრავალ ეპარქიაში დიაკვნობა საერთოდ არ არსებობს და ეს ინსტიტუტი პრაქტიკულად უცნობია. სადაც ის არსებობს, დიაკვნების მსახურება ხშირად ემთხვევა ერისკაცებისთვის დამახასიათებელ სხვა მსახურებებს, როგორიცაა საკურთხევლის მსახურება, რაც კითხვებს ბადებს მათი ხელდასხმის კონკრეტულ მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

 

იერარქი აღნიშნავს, რომ აუცილებელია ყურადღება მიექცეს დიაკონატს, რომელიც ნათლობის ძალით ნებისმიერი საეკლესიო მსახურების საფუძველს წარმოადგენს და „ღმერთის პიროვნული ძიების“ განვითარება, როგორც ნებისმიერი დიაკონატის საფუძველია.

 

შოთა გიქოშვილი

 

 

 

 

 

 

 

Comments

Couldn’t Load Comments
It looks like there was a technical problem. Try reconnecting or refreshing the page.
bottom of page