top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ახალი დეკრეტი ინდულგენციების შესახებ – COVID 19

Updated: Oct 26, 2020

ეპისკოპოსების თხოვნით, სამოციქულო პენიტენციარიამ გამოსცა დეკრეტი სრული ინდულგენციის შესახებ, ყველა მორწმუნე მიცვალებული სულებისათვის, რომელსაც ჩვეულებისამებრ იღებენ 1–8 ნოემბრის ჩათვლით.

1 ნოემბერს კათოლიკურ ეკლესიაში აღინიშნება ყველა წმინდანთა მოხსენიება.


COVID 19 პანდემიის პერიოდში, ინდუგენცია იმ სულებისთვის, რომლებიც განსაწმენდელში იმყოფებიან, გაგრძელდება მთელი ნოემბრის თვის პერიოდში. კერძოდ კი, მორწმუნეები, რომლებიც პატივს მიაგენებ მიცვალებულებს სასაფლაოებზე ლოცვით, არ მიიღებენ ინდულგენციას მხოლოდ 1–8 ნომებრის ერთ რომელიმე დღეს, ისე როგორც ეკლესიაშია დადგენილი, არამედ ნოემბრის თვის ნებისმიერ დღეს.


სრული ინდულგენცია მიღწევადი იქნება 2 ნოემბერს, მორწმუნე მიცვალებულების ხსენების დღეს, მათთვის, რომლებიც მივლენ ნებისმიერ ტაძარში და წარმოთქვამენ "მამაო ჩვენოს" და "მრწამსს" (რწმენის სიმბოლო) ნოემბრის თვის ნებისმიერ დღეს.


ხანდაზმულებს, ავადმყოფებსა და მათ, რომლებიც ვერ ახერხებენ სახლიდან გასვლას პანდემიის შეზღუდვების გამო, შეუძლიათ მიცვალებულთათვის სრულ ინდულგენციას მიაღწიონ სხვა მორწმუნეებთან სულიერად ლოცვაში შეერთებით, ცოდვებისაგან განდგომით და განზრახვით, რომ პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში შეასრულებენ ყველა აუცილებელ პირობას ინდულგენციისათვის (აღსარება, ზიარება და ლოცვა წმინდა მამის განზრახვებისათვის).


მათ ასევე "ლოცვა მიცვალებულთათვის" უნდა ილოცონ ქრისტეს ან ღვთისმშობლის ხატთან. დილის ქებანი ან საღამოს მწუხრი ბრევიარიუმიდან ანუ ლოცვის წიგნიდან, "სავარდი" ან "გულმოწყალების გვირგვინი", ასევე დრო დაუთმონ სახარების კითხვას, რომელსაც სთავაზობს მიცვალებულთა ლიტურგია, ან აღასრულონ გულმოწყალების საქმე და ღმერთს შესწირონ თავიანთი ტანჯვა და ავადმყოფობა.


მღვდლებს კი, ევალებათ განსაკუთრებული დრო დაუთმონ ავადმყოფთა აღსარებისა და ზიარების საიდუმლოების აღსრულებას.


ტრიდენტის კრების დეკრეტის De Purgatorios-ის და სამოციქულო კონსტიტუციის incruentum altaris, რომელიც ეკუთვნის პაპ ბენედიქტე მეთექვსმეტეს, სამოციქულო პენიტეციარიუმი მოუწოდებს ყველა მღვდელს, მორწმუნე მიცვალებულთა ხსენების დღეს წმიდა წირვა სამგზის აღასრულონ. ყველა მიხვალებული სულებისათვის, ყველა მიცვალებული მღვდელმსახურებისათვის და ყველა გარდაცვლილ ქველმოქმედთათვის)

bottom of page