top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'გული მტკივა უკრაინელი ხალხის ტანჯვის გამო' – პაპი

2 days ago
1 min read

წმიდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს, პაპმა ლეონ XIV–მ უკრაინაში მშვიდობისა და ყველა შეიარაღებული კონფლიქტის შეწყვეტის გადაუდებელი მოწოდებით მიმართა.



წმინდა მამამ განაცხადა, რომ „დამძიმებული გულით“ ადევნებდა თვალს უკრაინის ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული ბოლო სასტიკი თავდასხმებს, რამაც უდანაშაულო ადამიანები შეიწირა. პაპმა სულიერი სიახლოვე გამოხატა ხალხის მიმართ, რომელიც უკვე წლებია შიშსა და შფოთვაში ცხოვრობს.


„მივმართავ ყველას, ბოლო მოეღოს ძალადობას, შეჩერდეს ნგრევა, გახსენით გულები დიალოგისა და მშვიდობისაკენ. იმედი მაქვს, ამ დღეებში მოლაპარაკებების განახლებისთვის გაწეული ძალისხმევა კონკრეტულ ნაყოფს გამოიღებს და სივრცეს გაუხსნის დიპლომატიას“, – განაცხადა პაპმა.


რომის ეპისკოპოსმა მორწმუნეებს მოუწოდა ერთობლივი ლოცვა აღავლინონ უფლისადმი, რათა ყოველგვარ კონფლიქტში შეთანხმებამ გაიმარჯვოს.


ტრადიციისამებრ, წმინდა მამამ დალოცა მორწმუნეები და ყველას ბედნიერი კვირა უსურვა:


„საზაფხულო არდადეგების შემდეგ, როდესაც თანდათან ვუბრუნდებით ჩვენს ჩვეულ საქმიანობას, ვთხოვოთ უფალს, წარგვიძღვეს თავისი ნათლით“.


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page