top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ საომარი მოქმედებები' - პაპი ფრანცისკე

იტალიურ გაზეთს “La Stampa”–სთან წმინდა მამამ განაცხადა, რომ  “აუცილებელია საყოველთაო საომარი მოქმედებების შეწყვეტა, ვინაიდან უფსკრულის პირას ვდგავართ. სახარება ემსახურება ყველა ადამიანის განწმენდას”, - სწორედ ამ საკითხებზე ესაუბრა პაპი ჟურნალისტ დომენიკო აგოსას.

 


“ოსლოში ორი სახელმწიფოს მიერ ხელმოწერილი შეთანხმება, სრულად ნათელს ხდის, რომ სანამ იგი პრაქტიკაში არ განხორციელდება, მანამდე ნამდვილი მშვიდობა შორის იქნება”, - განაცხადა რომის ეპისკოპოსმა და ხაზი გაუსვა ჰამასის მიერ ბოლო თავდასხმას და ომს, რომელიც მიწასთან ასწორებს ღაზას სექტორს. 

 

მრავალრიცხოვან კონფლიქტებზე საუბრისას, წმინდა მამა კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოება მშვიდობისათვის ლოცვისკენ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშვიდობისაკენ ერთადერთი გზა დიალოგია. პაპმა თხოვნით მიმართა ყველა მხარეს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ბომბების დაშენა და სარაკეტო იერიშები. მისი თქმით, ბოლო უნდა მოეღოს მტრულ განწყობებს.

 

წმინდა მამა დადებითად გამოეხმაურა კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას სურვილს, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების მოგვარების შუამავლობას და პრიორიტეტულ დავალებად მიიჩნია ებრაელი ტყვეების განთავისუფლება. “არ მსურს ომს ვუწოდო სამართლიანი, ვიანიდან ნებისმიერი ომის გამართლება ყალბია. კონფლიქტების გადაჭრას მოვიაზრებ არასაჯარო შეხვედრების გზებით, რათა იყოს მცდელობა შეთანხმებისა. ზავი უკვე კარგი შედეგი იქნება“, - აღნიშნა პაპმა.

 

უკრაინის ომის თემასთან დაკავშირებით, რომის ეპისკოპოსმა თქვა, რომ წმინდა საყდრის შუამავლობაა ტყვეების გაცვლისა და უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის სამშობლოში დაბრუნების საკითხებში: “ჩვენ ვთანამშრომლობთ მარია ლვოვა-ბელოვასთან, ბავშვთა უფლებების დაცვის კომისართან, რუსეთში იძულებით გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების რეპატრიაციისთვის. უკრაინელი ბავშვების ნაწილი უკვე დააბრუნეს სამშობლოში ოჯახებში“, - განაცხადა წმინდა მამამ.

 

ინტერვიუში საუბარი ასევე შეეხო Fiducia Supplicans - ს ბოლო დეკლარაციას სამწყსო დალოცვებთან დაკავშირებით: “სახარება ემსახურება ყოველი ადამიანის განწმენდას თუ ამის კეთილი ნება არსებობს. მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დალოცვა ეძლევა ადამიანს და არა კავშირს. ჩვენ ყველა ცოდვილები ვართ, რა საჭიროა ცოდვილთა სიების შედგენა, რომლებსაც შეუძლიათ ეკლესიაში შესვლა და რომლებსაც არ შეუძლიათ ეკლესიაში შესვლა? ეს არასახარებისეულია. იმედს ვიტოვებ, რომ ნელ-ნელა გაგებული იქნება დეკლარაციის სულისკვეთება, რომელიც მოწოდებულია ჩართოს ადამიანები და არა – გარიყოს. ის მოუწოდებს, მიიღონ ადამიანები და მიანდონ ისინი ღმერთს”, - თქვა ინტერვიუს დასასრულს პაპმა.

 

წყარო: www.vaticannews.va

 

 შოთა გიქოშვილი

 

 

 

 

bottom of page