top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

დედოფალ ელისაბედ II-ის შეხვედრები ხუთ პაპთან



2022 წლის 8 სექტემბერს, გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ II გარდაიცვალა. იგი 96 წლის იყო და 70 წელი მართავდა გაერთიანებულ სამეფოს.


დედოფალი სიცოცხლეში ხუთ პაპს შეხვდა:

პაპი ფრანცისკე – 2014 წელი


ელისაბედ II შეხვდა პაპ ფრანცისკეს ვატიკანში, 2014 წლის აპრილში შეხვდა. დედოფალმა პაპს ადგილობრივი დელიკატესები და ბალმორული ვისკი გადასცა. შეხვედრაზე აღინიშნა გაერთიანებულ სამეფოსა და წმინდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 100 წლისთავი.


პაპი ბენედიქტე XVI – 2010 წელი


დედოფალი პაპ ბენედიქტე XVI–ს გაერთიანებულ სამეფოში, ედინბურგში, პაპის ოთხდღიანი ვიზიტის დროს, 2010 წლის სექტემბერში შეხვდა. პაპმა ბენედიქტემ აღნიშნა, რომ ეს იყო „ძალიან გულითადი შეხვედრა, სადაც საუბარი შეეხო მსოფლიოს ხალხების კეთილდღეობასა და საზოგადოებაში ქრისტიანული ღირებულებების როლს“.


პაპი იოანე პავლე II – 1980, 1982 და 2000 წლები


დედოფალი ელისაბედ II, პაპ იოანე პავლე II-ს პირველად ვატიკანში, 1980 წლის 13 ოქტომბერს, ოფიციალური ვიზიტის დროს შეხვდა. დედოფალი მეუღლესთან, პრინც ფილიპთან ერთად იმყოფებოდა.


1982 წლის მაისში, ისტორიულ მოგზაურობისას, როდესაც პაპმა იოანე პავლე II–მ პირველად დადგა ფეხი ბრიტანეთში, იგი დედოფალს ბუკინგემის სასახლეში ეწვია. ეს მათი მეორე შეხვედრა იყო.


თითქმის 20 წლის შემდეგ, 2000 წლის 17 ოქტომბერს, პოლონელ პაპთან კერძო შეხვედრისთვის დედოფალი ვატიკანში გაემგზავრა.


პაპი იოანე XXIII – 1961 წელი


დედოფალმა ელისაბედ II–მ და პრინცმა ფილიპმა, 1961 წლის 5 მაისს სამოციქულო სასახლეში პაპ იოანე XXIII-სთან აუდიენცია გამართეს. პაპმა გამოხატა თავისი „უღრმესი პირადი პატივისცემა“ დედოფლის მიმართ „უზარმაზარი პასუხისმგებლობის სიმძიმის ასეთი სიმარტივითა და ღირსებით აღების გამო“.


პაპი პიუს XII – 1951 წელი


დედოფალ ელისაბედ II-ის ტახტზე ასვლამდე ერთი წლით ადრე, 1951 წელს, იგი, როგორც პრინცესა შეხვდა პაპ პიუს XII-ს.



თაკო ფეიქრიშვილი

bottom of page