top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'ეს კანონპროექტი რელიგიურ გაერთიანებებსაც კი „აგენტებად“ აცხადებს' – რელიგიათა საბჭო


ფოტო – "პუბლიკა"

7 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით მიიღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი. მას მხარი 76–მა დეპუტატმა დაუჭირა, 13-ის წინააღმდეგ.


კანონპროექტის მიღების შემდეგ, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ სპეცრაზმია მობილიზებული. აქციაზე მომიტინგეების დასაშლელად გაზს, წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის იყენებენ.


კანონპროექტის მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე, სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოებმა განცხადება გამოაქვეყნეს. რომლის ხემომწერია კათოლიკე ეკლესიაც.


Catholic.ge განცხადების ტექსტს სრულად გთავაზობთ:


"სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოები გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს მთელი სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციასა და მისთვის მტრული გარემოს შექმნას. წარმოდგენილი კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოხატულ ურყევ ნებას, საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებულ მიზნებს და ადამიანის უფლებებს. მისი მიღება იქნება საგანგაშო და დამანგრეველი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის.

ინიცირებული კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, მედიას, საქველმოქმედო და რელიგიურ გაერთიანებებსაც კი „უცხოური გავლენის აგენტებად“ აცხადებს და აკნინებს მათ მთელ საქმიანობას და როლს საზოგადოებაში.

პრინციპულად მნიშვნელოვანია, აღნიშნული კანონპროექტი ან რაიმე მსგავსი ინიციატივა, არ იქცეს კანონად. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის ნებისმიერი ფორმით მიღება უდიდესი ზიანის მომტანი იქნება მთელი ქვეყნისთვის.

კანონის მიღება პირდაპირ გამოიწვევს რამდენიმე უფლების ერთდროულად დარღვევას, კერძოდ, გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლების, რელიგიის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შელახვას.

კანონი შეაფერხებს საქველმოქმედო, სოციალური, ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანდაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარების პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებას, დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ბენეფიციარებს.

განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტის (ნებისმიერი ფორმით) მიღება უმძიმეს დარტყმას მიაყენებს სამოქალაქო ინტეგრაციის მთელ პროცესსა და ტოლერანტობის კულტურის განვითარებას.

ყოველივე აქედან გამომდინარე, „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება მიგვაჩნია დაუშვებლად!

რელიგიათა საბჭო

• წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია • საქართველოს ევანგელურ - ბაპტისტური ეკლესია • ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია • საქართველოს ევანგელისტური ეკლესია • აღდგენილი სამოციქულო ეკლესია • საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია • დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია • მეგობართა საზოგადოება - კვაკერები • საქართველოს სომხური კათოლიკური ეკლესია • ბაჰაის საზოგადოება • სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო • ხსნის არმია • ქართველ მუსლიმთა კავშირი • საქართველოს მეშვიდე დღის ქრისტიან - ადვენტისტთა ეკლესია • ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა • საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო • საქართველოს ევანგელურ - პროტესტანტული ეკლესია • სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია • საქართველოს აჰმადია მუსლიმების გაერთიანება • საქართველოს ევანგელურ - ლუთერული ეკლესია

ეთნიკურ უმცირესობათა საბჭო • ელნურ ალისოი (ალიევი) - სოლიდარობის მუზეუმი • ედგარ ბიტბუნოვი - კავკასიის და ახლო აღმოსავლეთის კვლევის ცენტრი • ქერიმ გუმბათლი - დემოკრატიისა და ინტეგრაციის რესურსები • ალექსანდრე ქავთარაძე - საქართველოს უდიები • ლილი საფაროვა - ქალთა უფლებების სათემო ინიციატივა • ზაზა კალაშოვი - საქართველოს ქურთული ასოციაცია "რონაი" • გიორგი ტუმასიანი - მშვიდობის ფონდი • რაშან ზიადალიევი - სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი • სამირა ისმაილოვა - სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა • მარი მიქოიანი - ჯენერეიშნ აი • ზაურ ხალილოვი - სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი • ბაირა ბეპიევი - საერთაშორისო საზოგადოება კავკასიური მოზაიკა • რაინა ბელევა - საქართველოს ბულგარელთა სათვისტომო • მარი არაქელოვა - ქართველ სომეხთა კავშირი • სუსანა ხაჩატრიანი - საქართველოს სომეხ ქალთა ასოციაცია • ნონა ხანგოშვილი - სათემო კავშირი „პანკისის კეთილდღეობისათვის“ • ლეილა მამედოვა - საქართველოს აზერბაიჯანელ ახალგაზრდათა კავშირი • აგიტ მირზოევი - ჩართულობის და განვითარების ცენტრი • ვალენტინა მარჯანიშვილი - ქართულ-უკრაინული პრესის და წიგნის სახლი • ჯეიხუნ ნარზალოვი (მუხამედალი) - წითელი ხიდი • არნოლდ სტეპანიანი - მრავალეროვანი საქართველო • ევგენია კოტანიდი - საქართველოს ბერძნულ სათვისტომოთა კავშირი • ნაზელი დემირჩიანი - სამცხე ჯავახეთის ქალები მშვიდობიანი საქართველოსთვის" catholic.ge

bottom of page