top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პატრიარქის დაკრძლვისთვის ვატიკანიდან საქართველოში დელეგაცია ჩამოვიდა

  • 27 minutes ago
  • 1 min read

21 მარტს, პატრიარქ ილია მეორეს დაკრძალვისთვის, ვატიკანიდან საქართველოს დელეგაცია ესტუმრა. მათი თვითმფრინავი თბილისის სახელმწიფო აეროპორტში საღამოს, 21:30 საათზე დაფრინდა.



ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტს კარდინალ კურტ კოხისა და ამავე დიკასტერიის თანამშრომელს, მონსენიორ ლადრაპა იარომირს, თბილისის აეროპორტში პაპის დესპანი, მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი, მრჩეველი მონსინიორ ალექსანდრ რაჰინია და ვატიკანის საელჩოს წარმომადგენლები დახვდნენ.


კარდინალი და მისი თანმხლები პირები ვატიკანიდან პატრიარქ ილია მეორეს დაკრძალვისთვის ჩამოვიდნენ. კარდინალი აეროპორტში მოინახულა მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.


რაც შეეხება კარდინალ კოხის, იგი საქართველოს უკვე მესამედ სტუმრობს. პირველად 2014 წლის ბოლოს იმყოფებოდა. შეხვდა საქართველოში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, სადაც განიხილეს კათოლიკურ ეკლესიასთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. მათ შორის, კონფესიების დაფინანსებისა და რუსთავში კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის შესახებ. მეორე ვიზიტით სასულიერო პირი საქართველოს 2016 წელს ეწვია.



სწორედ კარდინალი კოხი მისალმება სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდს, როდესაც მათ „სიქსტეს კაპელაში“ გამართეს კონცერტი 2022 წლის 26 ივნისს.

უფრო ადრე კი ერთ–ერთ ინტერვიუში განაცხადა:

 

 „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ძალიან ღია და გახსნილი იყო. თავისი მოხუცებულობის მიუხედავად იგი პირადად დახვდა აეროპორტში პაპს [ფრანცისკეს], მიესალმა და ბოლოს გააცილა. მათ შორის იყო ორი ძალიან ლამაზი შეხვედრა, სადაც პატრიარქმა ილიამ რომის ეკლესია დალოცა. ზოგიერთი მიტროპოლიტი ამას არასდროს გააკეთებს, ვინაიდან ისინი რომის ეკლესიას არ მოიაზრებენ „ეკლესიად“. როდესაც მე ორი წლის წინ საქართველოში ვიმყოფებოდი, ამ პრობლემებზეც ვისაუბრე, შევხვდი ქართველ კათოლიკეებს და მათ გასაჭირი მოვისმინე, განსაკუთრებით გადანათვლასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი, რომლის შესახებაც დისკუსია უნდა გაგრძელდეს“, – განმარტა კარდინალმა 2016 წლის 26 ოქტომბერს, გერმანულენოვან გამომცემლობა „Tagespost“-თან ინტერვიუში.


საქრათველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რიგით 49–ე პატრიარქს 2026 წლის 22 მარტს, კვირას სიონის ტაძარში, საკურთხეველთან დაკრძალავენ.


პატრაირქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი 2026 წლის 17 მარტს, საღამოს 22:00 საათისთვის, ჰოსპიტალიზაციიდან მეორე დღეს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში იკავებდა საპატრიარქო ტახტს.


 




Comments


bottom of page