top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘ეს მეც შემიძლია’ – სწავლება შშმ პირებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის

ქართულ–პოლონური ორგანიზაციების პარტნიორობის ფარგლებში, ახალციხეში, კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრში ხუთდღიანი ტრენინგი გაიმართა. პროექტი სახელწოდებით "მეც შემიძლია ეს" 18-23 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.

ტრენინგებში მონაწილეობდნენ სამცხე–ჯავახეთში მოქმედი შშმ პირებთან მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საკითხები შეეხებოდა შშმ პირებთან მუშაობის სპეციფიკას და მათი დამოუკიდებლობის ხელშეწყობას. ყურადღება გამახვილდა თერაპევტებისა და საჯარო ადმინისტრაციაში მომუშავე სპეციალისტების ცნობიერების ამაღლებასა და მოდიფიცირებაზე, შემდეგ საკითხებში:


– შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაცია;

– მათი საზოგადოებაში დამოუკიდებელი ფუნქციონირების ხელშემწყობი მეთოდებისა და ფაქტორების დანერგვა.


პროცესი მოიცავდა, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. მონაწილეები დაყოფილი იყვნენ A და B ჯგუფებად. ტრენინგის ერთი დღე მთლიანად დაეთმო შშმ პირთა ეკონომიკურ სფეროს, სადაც მონაწილეებმა მოირგეს შეზღუდული გადაადგილებისათვის გამოსაყენებელი ეტლი, უსინათლო ბენეფიციარის როლი და განახორციელეს ის აქტივობები, რასაც ყოველდღიურად აწყდებიან შშმ პირები.


ტრენერებმა მონაწილეებს გაუზიარეს შშმ პირებთან მუშაობის ევროპული გამოცდილება.


სამომავლოდ, ორგანიზაციები გეგმავენ ონლაინ კონსულტაციების გაგრძელებას.


ტრენინგი პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდის სახსრებით დაფინანსდა – პროექტის "რიტა ცვლილებები რეგიონში" ფარგლებში.


თაკო ფეიქრიშვილი

bottom of page