top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა ნინოს კონგრეგაციის მონაზონმა საქართველო დატოვა

6 minutes ago
1 min read

წმინდა ნინოს კონგრეგაციის ერთმა მონაზონმა, რომელიც ახალციხეში მსახურებდა, საქართველო დატოვა. დედა სალომე მუსაბიიმანა მისიას აფრიკაში, რუანდაში გააგრძელებს.



მონაზონი საქართველოში 2023 წლის მარტში ჩამოვიდა და სამი წლის განმავლობაში ახალციხეში ცხოვრობდა. პარალელურად, მოხალისედ მუშაობდა კამილიელების სამედიცინო–სარეაბილიტაციო ცენტრში, შეზღუდული შესაძლებლობები მქონე პირებთან.


დედა სალომეს წასვლის შესახებ, კონგრეგაციის გენერალური წინამძღვრის წარმომადგენელმა 7 ოქტომბერს, რაბათში, სავარდის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დღესასწაულზე განაცხადა.


 „დედა ჟორჟეტი და დედა შარლოტა აქ ახალციხეში დარჩებიან და გააგრძელებენ თავიანთ მისიას, ასევე განაგრძობენ მოხალისეობრივ საქმიანობას „კამილიელების ცენტრში“, დედა სალომე კი გაემგზავრება რუანდაში, თავისი ახალი მისიის შესასრულებლად“, – განაცხადა მან.


დედა სალომე მუსაბიიმანა აფრიკიდან, რუანდის რესპუბლიკიდანაა. სამონაზვნო ფიცი 2021 წლის 15 აგვისტოს დადო. მას შემდეგ მსახურებდა მშობლიურ რუანდასა და ტანზანიაში. საქართველოში ჩამოსვლამდე, სამი კვირა საფრანგეთში იმყოფებოდა.


საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, იგი ახალციხეში წმინდა ნინოს კონგრეგაციის კიდევ ორ მონაზონთან, დედა ჟორჟეტთან და დედა შარლოტასთან ერთად ცხოვრობდა.


თაკო ფეიქრიშვილი

Comments


bottom of page