top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ვნების (წითელი) პარასკევი


ვნების პარასკევი 2021 – catholic.ge

ვნების (წითელი) პარასკევი კათოლიკე ეკლესიაში ერთადერთი დღეა, როცა წმინდა წირვა არ აღევლინება. ეს დღე ეკლესიაში ყველაზე მძიმეა. დიდი პარასკევის ლიტურგიაზე მოიხსენიება უფალ იესო ქრისტეს ვნება და ჯვარზე სიკვდილი.


ამავე დღეს აღესრულება ჯვრის თაყვანისცემა ანუ თაყვანისცემა ღვთის ძისა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე კაცობრიობის სახსნელად შესწირა.


ვნების პარასკევს შუადღის შემდეგ აღევლინება ლიტურგია, რომლის დროსაც მხოლოდ ჯვრის შესახებ საგალობლები იგალობება, სრულდება ზიარების საიდუმლო და იკითხება საკითხავები წმინდა წერილიდან, შესაბამისი ფრაგმენტებით. დადუმებულია ორგანის ხმა.


ვნების პარასკევის მსახურება სიტყვის ლიტურგიით იწყება. მასში ყველაზე მნიშვნელოვანია, წმ. იოანეს სახარების მიხედვით, უფლის ვნების აღწერა. ამ დღეს,მორწმუნეები ყურადღებას ამახვილებენ უფლის ვნებასა და ჯვარზე სიკვდილზე. შემდეგ კი წმინდა ჯვრის თაყვანისცემის ლიტურგია,ხაზს უსვამს ჯვრის მეშვეობით გამოსყიდვის დიდებას.


საყოველთაო ლოცვაში ეკლესია ცდილობს ამ დღეს ყველა გაიხსენოს. მორწმუნეები ლოცულობენ მსოფლიოში მშვიდობისთვის, მათი მორწმუნე უფროსი ძმებისა (ებრაელები) და მათთვის, ვინც ქვეყნებს მართავს.


დიდი პარასკევი ლიტურგიული კალენდრის ორი დღიდან ერთ-ერთია, როდესაც მორწმუნეები ვალდებულნი არიან იმარხულონ. ეს არის მონანიებისა და გამოსწორების განსაკუთრებული საშუალება. გარდა დიდი პარასკევისა, მკაცრი მარხვა მოქმედებს ნაცრის ოთხშაბათსაც. ამ დღეებში, მორწმუნეებმა თავი უნდა შეიკავონ ხორცის ჭამისგან და შემოიფარგლონ საკვების სრულად ერთხელ მიღებით ან ორი არასრული კვებით. მკაცრი მარხვა ვრცელდება ყველა ზრდასრულზე 60 წლამდე.


ვნების პარასკევისთვის კათოლიკურ ტაძრებში, სიმბოლურად უფლის სამარხს ამზადებენ.


catholic.ge


bottom of page