top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'იზრუნეთ უპოვრებზე, რომლებშიც ქრისტეა დავანებული' - პაპი


უპოვართა რიგით VI მსოფლიო დღეს, პაპმა ფრანცისკემ ვატიკანის ბაზილიკაში წმინდა წირვა აღავლინა. ქადაგებაში წინდა მამამ ისაუბრა ლუკას სახარებაზე (ლუკ.21,5-19), თუ როგორ არიან ზოგიერთები მოხიბლული იერუსალიმის ტაძრის მშვენიერებით.

„იესო ყურადღებას ამახვილებს ადამიანთა ისტორიის დრამატულ მოვლენებზე. ამ ქვეყნად ყველაფერი წარმავალია, ჩვენ მხოლოდ სახარებისადმი ერგთულება მოგვეთხოვება ისტორიის ნებისმიერ ეტაპზე“.


„თუნდაც ადამიანის ისტორია ტკივილით ომებითა და ტანჯვებით იყოს აღსავსე, იესო აცხადებს, რომ ეს დასასრული არ არის. არ უნდა დავემორჩილოთ სასოწარკვეთილებას. იესოსთან შეგვიძლია, რომ ყოველთვის დავიწყოთ თავიდან. კატაკლიზმებისა და განსაცდელების წინაშე ქრისტიანებმა უნდა დავსვათ კითხვა: “რას გვეუბნება ამ დროს უფალი? კონკრეტულად როგორი სიკეთის გაკეთება შემიძლია”?


წმინდა მამამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უპოვართა მსოფლიო დღეს, იესო ქრისტეს სიტყვები მოგვიწოდებენ გადავლახოთ შინაგანი სიყრუე, რომელიც ხელს გვიშლის ყველაზე მოწყვლადი საზოგადოების ტკივილის ჩახშობილი ძახილის მოსმენაში.

„ჩვენს წინაშეა გულნატკენ საზოგადოებაში ძალადობის, უსამართლობისა და დევნის სცენარი, პანდემიითა და კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული კრიზისები, რომლებმაც არა მხოლოდ ფიზიკური კვალი, არამედ ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური სიღარიბის კვალი დატოვეს ჩვენზე. დღეს ადამიანები ერთმანეთის წინააღმდეგ მიდიან და ძლიერდება კონფლიქტები. ომებს მივყავართ უამრავი უდანაშაულო ადამიანის დაღუპვამდე, რის გამოც მრავლდება სიძულვილის შხამი. ძალიან ბევრი იმედგაცრუებული ადამიანი მიდის ემიგრაციაში უკეთესის ძიების იმედით. ცხოვრობენ არასტაბილურად და უმუშევრობაში, ანდა მუშაობენ უსამართლობასა და არათანაბარ შრომით პირობებში. ამასთან ერთად, ყველაზე ძლიერი სატანჯველის გავლა ყველაზე ღარიბ ადამიანებს უწევთ“.


პაპი ფრანცისკე მორწმუნეებს მოუწოდებს არ გაჰყვნენ ცრუ მესიებს, რომლებიც მხოლოდ ზოგიერთების გამდიდრებაზე მორგებული სარგებლის სახელით, ამხელენ რეცეპტებს და ღარიბებს სწირავენ მარგინალიზაციისათვის. ყოველი ქრისტიანი მოწოდებულია დაამოწმოს, ანუ სიბნელეში აანთონს იმედის ნათელი, ახაროს სიხარულის უწყება, აშენოს ძმური სამყარო, გაბედულად მიუძღვნას თავი მშვიდობის, კანონიერებისა და სამართლიანობის მსახურებას, იყოს ყველაზე მოწყვლადი ადამიანების გვერდით და სამყაროს ისტორიას შესძინოს სხვა იერსახე.


„ამ ყველაფრისთვის აუცილებელ ძალას ვპოვებთ მამა ღმერთისადმი ნდობით. თუ გავუღებთ გულებს ღმერთს, იგი გაამრავლებს ჩვენში სიყვარულის უნარს. ყოველთვის, განსაკუთრებით კი მძიმე ჟამს უნდა გავიმეოროთ: “ღმერთი არის მამა და სულ გვერდით მყავს. იგი მიცნობს და ვუყვარვარ, ჩემი თანამდევია და არ თვლემს, ზრუნავს ჩემზე და მის გვერდით არც ერთი თმის ღერიც კი არ ჩამოვარდება ჩემი თავიდან”.


ქადაგების ბოლოს, წმინდა მამამ მორწმუნეებს მოუწოდა ყოველთვის ახსოვდეთ და იზრუნონ ღარიბებზე, რომლებიც შეერთებული არიან ჩვენი გულისათვის გაღატაკებულ იესოში (შედრ. 2.კორ. 8,9).


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

bottom of page