'ილოცეთ მშვიდობისთვის, იშრომეთ მშვიდობისთვის’ - პაპი ლეონ XIV
- 7 hours ago
- 1 min read
კასტელ-განდოლფოში მდებარე ვილა ბარბერინის რეზიდენციასთან, პაპი ლეონ XIV ჟურნალისტებს გაესაუბრა.

საუბრის მათავრი ხაზი საერთაშორისო საზოგადოებაში შფოთვის გამომწვევი მოვლენები, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობა იყო.
„ილოცეთ მშვიდობისთვის, იშრომეთ მშვიდობისთვის, ნაკლები სიძულვილი, რადგან სიძულვილი მსოფლიოში სულ უფრო მეტად იზრდება”, - განაცხადა პაპმა ჟურნალისტებთან. მან კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება იმ კონფლიქტებისა და დაპირისპირებების ზრდის გამო, რომლებიც მთელს მსოფლიოს ეხება.
ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა რეგიონში გახშირებული თავდასხმებისა და საერთაშორისო საზოგადოებაში მზარდი შიშის ფონზე, წმიდა მამამ ყველას მოუწოდა, არ აჰყვნენ ძალადობას. მან ხაზი გაუსვა მშვიდობის აუცილებლობას: „ჭეშმარიტად მივისწრაფოდეთ დიალოგის ხელშეწყობისკენ“ და ვეძიოთ პრობლემების გადაჭრის გზები, იარაღის გარეშე“.
მსგავსი განცხადება მან 1–ელ მარტსაც გააკეთა, საჯარო აუციენციის დასასრულს.
შოთა გიქოშვილი





Comments