top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კათოლიკე ეკლესიის 10 თანამედროვე წმინდანი და ნეტარი

ეს ათი პიროვნება ბოლო 40 წლის განმავლობაში მორწმუნეებისათვის სიწმინდის თანამედროვე მაგალითები არიან.  

 


თუ ოდესმე დაფიქრებულხართ და დაგისვამთ კითხვა, შესაძლებელია თუ არა მიაღწიო წმინდანობას თანამედროვე და ამ რთულ სამყაროში, მაშინ ეს სტატია უნდა წაიკითხოთ. კათოლიკე ეკლესიის ისტორიაში საკმაოდ ბევრი თანამედროვე წმინდანი და ნეტარია, რომლებიც ჩვენ დროში ცხოვრობდნენ, მათი რიცხვი სულ უფრო და უფრო მატულობს.

 

ზოგიერთი მათგანის შესახებ ძალიან ბევრი გვსმენია და ვიცით. მაგალითად წმინდა იოანე პავლე II, ანდა წმინდა დედა ტერეზა. სასურველია, სხვა თანამედროვე წმინდანებისა და ნეტარების შესახებაც შევიტყოთ.

 

გაგაცნობთ 10 წმინდანსა და ნეტარს, რომლებიც ბოლო 40 წლის მანძილზე ცხოვრობდნენ. სიწმინდისა და ნეტარებისკენ მიმავალ გზაზე შესაძლოა ისინი ჩვენი შთაგონების წყარო გახდნენ.


მონაზონი, ნეტარი ლეონელა სგობრადი:


ნეტარი ლეონელა იყო იტალიელი მონაზონი, ნუგეშისმცემელი ღვთისმშობლის სახელობის კონგრეგაციიდან. მისიონერად იმყოფებოდა სონალსა და კენაიში, სადაც იგი მუშაობდა მედდად და ასრულებდა სამონაზვნო მსახურებას.


2006 წელს იგი ჯიჰადისტებმა დახვრიტეს. სიკვდილის წინ მან სამჯერ გაიმეორე: „გპატიებ!“.

 

მღვდელი, ნეტარი სტენლი როტერი:


სტენლი როტერი წარმოშობით ოკლაჰომელი მღვდელი იყო. იგი 1981 წელს, გვატემალაში მისიაზე ყოფნის დროს დაჯგუფება “სიკვდილის ესკადრონის” მსხვერპლი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა რაც მოელოდა, სამრევლო არ მიატოვა. მან თქვა: “საფრთხის დროს მწყემსი არ ტოვებს სამწყსოს ”.

 

მონაზონი, ნეტარი მარია ლაურა მაინეტი:


იტალიელი მონაზონი წმინდა ჯვრის ქალიშვილების კონგრეგაციიდან, დედა მაინეტი იყო მონასტრის წინამძღოლი და ზრუნავდა იმ მოზდრილებზე, რომლებსაც კანონთან პრობლემები ჰქონდათ. 2000 წელს სამმა მოზარდმა ბოროტად ისარგებლა მონაზვნის სიკეთით და სასტიკად მოკლეს, მათ სურდათ ამით სანაისთვის მსხვერპლი შეეწირათ. მონაზონი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ლოცულობდა და მიუტევებდა მათ.

 

მღვდელი, ნეტარი ჯუზეპე პულიზი:

მღვდელი პულიზი ცნობილი იყო, როგორც “პინო”. იგი მაფიოზების მიერ კონტროლირებად რეგიონში, ერთ-ერთი ურთულესი სამრევლოს წინამძღვარი იყო. მღვდელი ღიად უპირისპირდებოდა მაფიას და სწორედ მაფიისგან იქნა  მოკლული 1993 წელს, საკუთარ 56-ე დაბადების დღეზე.


მონაზონი წმინდა მარია დე ლა პურისიმა დე ლა კრუს:

დედა მარია იყო მონაზონი  წმინდა ჯვრის საზოგადოებიდან. იგი 1998 წელს აღესრულა. მას “სნეულთა და მოხუცთა დედას” უწოდებდნენ. მისი ნეტარად შერაცხვის დროს, არქიეპისკოპოსმა ამიტომ განაცხადა: “დედა მარია იყო ქარიზმატული დამაარსებლების მიმართ ნაყოფიერი მორჩილების მნიშვნელოვანი მაგალითი, ყოფილიყო ღარიბებთან ღარიბი, რათა მოენადირებინა მათი გულები ქრისტესათვის”.  2015 წელს იგი წმინდანად იქნა შერაცხილი.

 

ნეტარი ბენედიქტე დასუა:

ბენედიქტე იყო სამხრეთ აფრიკელი მასწავლებელი და სკოლის დირექტორი, ჰყავდა მეუღლე და 8 შვილი. 1990 წელს, მას შემდეგ, რაც უარი განაცხადა ფული გადაეხადა მაგიური პრაქტიკის დასანერგად – იგი მოკლეს.  

 

მონაზონი წმინდა დულცე პონტესი:

დედა დულცე ბრაზილიაში დაბადებული პირველი წმინდანია. იგი ზრუნავდა ღარიბებზე და იყო ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში. გარდაიცვალა 1992 წელს.

 

ეპისკოპოსი, ნეტარი ალვარრო დელ პორტილო:


იგი 40 წლის მანძილზე მხარს უჭერდა ორგანიზაცია “Opud Dei”- ის დაარსებას. 1982-1994 წლებში, სიცოცხლის ბოლომდე, თავად გახდა ამ ორგანიზაციის წინამძღვარი. იგი თავდაპირველად უმუშევარი გლეხი იყო, შემდეგ - მღვდელი და ბოლოს ეპისკოპოსი. ჰქონდა 3 სადოქტორო ხარისხი: “ინჟინერიაში, ისტორიასა და კანონიკურ სამართალში”. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ის სულ ჩრდილში იდგა.

 

ნეტარი კიარა ბადანო:

ეს იტალიელი ახალგაზრდა იყო მოძრაობა “Focolare”- ის წევრი. 16 წლის ასაკში მას ძვლების სიმსივნე დაუდგინეს. 1990 წელს, დიაგნოზის დასმიდან 3 წლის შემდეგ, კიარა გარდაიცვალა. მან თქვა: “მე მინდა შევიყვარო ისინი, ვინც არ მომწონდა”. იგი საოცრად ჩვეულებრივი იყო, უყვარდა მოგზაურობა, სპორტი და ოცნებობდა დიდ ოჯახზე. როცა გაიგო, რომ დიდხანს ვერ იცოცხლებდა, გადაწყვიტა გარდაცვალების შემდეგ მისი ორგანოები შეეწირა სხვების სიცოცხლის გადარჩენისთვის.

 

მღვდელი, ნეტარი იეჟი პოპილუშკო:

ამ პიროვნების შესახებ ყველა პოლონელმა იცის. იგი იყო მღვდელი, რომელიც მამაცურად აღუდგა წინ კომუნისტურ რეჟიმს. 1984 წელს იგი მოწამეობრივად აღესრულა ე.წ. “კაგებეს” მიერ. მისი დევიზი იყო: “ბოროტის სიკეთით დამარცხება”.

 

წყარო: pl.aleteia.org

 შოთა გიქოშვილი

.

 

 

bottom of page