top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კარდინალ ვიშინსკისა და მონაზონ ჩეცსკას ნეტარად შერაცხვის თარიღი ცნობილია


კარდინალი კაზიმირ ნიჩის ინფორმაციით, პაპ ფრანცისკესთან შეთახმებით, კარდინალ სტეფან ვიშინსკისა და მონაზონ ელიზაბედ, როზა მარია ჩეცსკას ბეატიფიკაციის (ნეტარად შერაცხვის) თარიღად 12 სექტემბერი განისაზღვრა. სადღესასწაულო პროცესია კი ვარშავაში 12:00 საათზე გაიმართება.


კარდინალ სტეფან ვიშინსკის ბეატიფიკაციის პროცესი გასული წლის მაისში უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო აღნიშნულის დროებით შეჩერება მოხდა. ეკლესია ახალი თარიღის მოლოდინში იყო. ახლა კი, ათასწლეულის პრიმასისა (კარდინალი ვიშინსკი) და და, ჩეცკას ერთობლივი ბეატიფიკაციის თარიღი განისაზღვრა.

დღესასწაულზე წმიდა მამის წარმომადენელი იქნება კანონიზაციის საკითხთა კონგრეგაციის პრეფექტი, კარდინალი მარჩელო სემერარო.


ათასწლეულის პრიმასის (პრიმასი – უმაღლესი სასულიერო იერარქის ტიტული პოლონეთში) ბეატიფიკაციის პროცესი დაიწყო ჯერ კიდევ 1989 წელს. 2019 წლის ოქტომბერში პაპმა ფრანცისკემ კანონიზაციის საკითხთა კონგრეგაციას სთხოვა გამოეცა დეკრეტი სასწაულის შესახებ.


ხოლო და ელიზაბედ როზა მარია ჩეცკა, „ჯვრის მსახური ფნაცისკანელი დების“ კონგრეგაციის დამაარსებელია. კონგრეგაცია ემსახურება უსინათლო ადამიანებს. მისი ბეატიფიკაციის პროცესი 1987 წლის დეკემბერში დაიწყო.


2020 წლის 27 ოქტომბერს პაპმა ფრანცისკემ გამოსცა დეკრეტი სასწაულის შესახებ მისი შუამდგომლობით.


წყარო: www.vaticannews.va


თარგმანი – შოთა გიქოშვილი
bottom of page