top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კონგოში იტალიის ელჩი თავდასხმას ემსხვერპლა – პაპის სამძიმარი პრეზიდენტს


23 თებერვალს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, შეიარაღებულ თავდასხმას იტალიის ელჩი და მისი თანხლები პირები ემსხვერპლნენ.


პაპმა იტალიის ელჩის, ლუკა ატანზიოს, 30 წლის კარაბინიერის, მისი დაცვის წევრის, ვიტორიო ლაკოვაჩისა და კონგოელი მძღოლის, მუსტაფა მილამბოს გარდაცვალების გამო, იტალიის პრეზიდენტს, სერჯიო მატარელის სამძიმრის წერილი გაუგზავნა.


თავდასხმის შედეგად, მათთან ერთად დაიღუპა კიდევ რამდენიმე ადამიანი.


წმინდა მამამ მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, დიპლომატიურ კორპუსსა და კარაბინერებს, მიშვიდობისა და უფლებების მნიშვნელოვანი დამცველების დაკარგვის გამო.


იტალიის ელჩს ახასიათებენ, როგორც დადებით პიროვნებას და კარგ ქრისტიანს. მან დიდი წვლილი შეიტანა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ძმური და გულითადი ურთიერთობების გაღრმავებაში.


პაპმა ასევე კარაბინიერი, ვიტორიო ლაკოვიჩი დაახასიათა, როგორც კარგი მცველი და მეოჯახე. ფრანცისკემ ილოცა იმ იტალიელი შვილების სულებისათვის, რომლებიც ემსახეურებოდნენ იტალიელ ერს. მოუწოდა ყველას მიენდონ ღმერთის მფარველობას, ვინაიდან მისი მფარველობის ქვეშ არაფერი იკარგება, რაც სიკეთიდან მოდის, მით უმეტეს თუ ეს გამყარებულია ტანჯვებითა და მსხვერპლშეწირვით.


წყარო: www.vaticannews.va

თარგმანი შოთა გიქოშვილი
bottom of page