კონკლავის ორგანიზატორებმა საიდუმლოს შენახვის ფიცი დადეს
- catholic.ge
- 3 hours ago
- 1 min read
5 მაისს ვატიკანში, პაპ პავლე III-ის დარბაზში, კონკლავის მომზადების პროცესში ჩართულმა ყველა პირმა საიდუმლოს შენახვის ფიცი დადო.

აპოსტოლური კონსტიტუციის, Univesi Dominici Gregis თანახმად, ისინი ვალდებული არიან დაიცვან ახალი პაპის არჩევის საიდუმლო.
„პირობას ვდებ და ვფიცავ, რომ დავიცვა საიდუმლოს ყველასგან, ვინც არ შედის ამომრჩეველ კარდინალთა კოლეგიუმში და ასე მოვიქცევი იქამდე, სანამ არ მივიღებ საგანგებო ნებართვას ახალარჩეული პაპის ან მისი მემკვიდრეებისგან ყველაფერთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ თუ ირიბად ეხება წმიდა მამის არჩევას, ხმის მიცემის პროცესსა და დათვლას“, - ნათქვამია ფიცის ტექსტში, რომელსაც თითოეულმა მათგანმა მოაწერა ხელი.
ფიცი მკაცრად ავალდებულებს მონაწილეებს საიდუმლოდ შეინახოს ყველაფერი, რაც ვატიკანში პაპის არჩევისას ხდება. ფიცის დარღვევის შემთხვევაში, განსაკუთრებით კი აუდიო და ვიდეო საშუალებების გამოყენებისას, პირი დაისჯება საეკლესიო სასამართლოს დადგენილების თანახმად, ეკლესიიდან ავტომატური განკვეთით (Latae sententiae).
ამ პირის სასჯელისგან განთავისუფლება შეუძლია მხოლოდ წმიდა საყდარს.
ფიცის დადებამდე ყველამ გაიარა შესაბამისი ინსტრუქცია მისი მნიშვნელობის შესახებ.
პროცესს ხელმძღვანელობდა კარდინალი კამერლენგო კევინ ჟოზეფ ფარელი. მოწმეების სტატუსით მონაწილეობას იღებდა ვატიკანის ორი პროტონოტარიუსი.

შოთა გიქოშვილი
Comments