კონკლავის პირველ დღეს პაპი ვერ აირჩა
- catholic.ge
- 7 hours ago
- 1 min read
2025 წლის 7 მაისს, პაპის არჩევნების პირველი კენჭისყრით, კარდინალებმა რიგით 267-ე პაპი ვერ აირჩიეს.

საღამოს, რომის დროით 21:00 საათზე, „სიქსტეს კაპელას“ საკვამურიდან შავი კვამლი ამოვიდა, რამაც მსოფლიოს გააგებინა, რომ კენჭისყრის პირველი ტური უშედეგოდ დასრულდა, პაპი არჩეული არ არის.
დაახლოებით 45,000 ადამიანი შეიკრიბა წმინდა პეტრეს მოედანზე, რათა მოესმინათ შედეგები, რომელთა გამოცხადებასაც საღამოს 7 საათის შემდეგ ელოდნენ.
Comments