top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ანტივაქსერული პროპაგანდის გამო, ლატვიაში მღვდელს მსახურება შეუჩერდა


13 აგვისტოს, ლატვიაში, ლათინური წესის კათოლიკე მღვდელს ანტივაქსერული აგიტაციის გამო მსახურება შეუჩერეს.

არქიეპისკოპოსი ზბიგნევ სტანკევიჩი

ლატვიის ერთ–ერთ ტელევიზიასთან ინტერვიუში, რიგის ლათინ–კათოლიკეთა არქიეპისკოპოსმა, ზბიგნევ სტანკევიჩმა განაცხადა, რომ მსგავსი აგიტაციის გამო კიდევ ერთმა მღვდელმა მიიღო მკაცრი სასჯელი.

"დაუშვებელია ქადაგების დროს ანტივაქსერული განცხადებების გაკეთება. თუ რომელიმე მღვდელი ეკლესიის პრინციპების წინააღმდეგ წავა, სწრაფად მივიღებთ შესაბამის ზომებს", – ამბობს არქიეპისკოპოსი. მისივე სიტყვებით, ადამიანები მისდევენ პოპულისტურ არგუმენტებს, მაგრამ კათოლიკე ეკლესია მხარს უჭერს, რომ ადამიანებმა შეძლონ ჯანსაღი აზრით ხელმძღვანელობა. "ის, ვინც ფიქრობს, რომ ეს რაიმე სახის შეთქმულებაა, მათ საღი აზრი არ გააჩნიათ", – ნათქვამია იერარქის განცხადებაში.


თუმცა არქიეპისკოპოსი ასევე მოუწოდებს ხალხს, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები არ დაამცირონ.


ამ არქიეპისკოპოსის ეპარქიაში თითქმის ყველა ვაქცინირებულია.


წყარო: blagovest-info


შოთა გიქოშვილი
bottom of page