ლეონ XIV ავგუსტინელებს: 'იცხოვრეთ ისე, როგორც წმიდა ავგუსტინეს სურდა'
- catholic.ge
- 3 hours ago
- 1 min read
პაპის ლეონ XIV 13 მაისს, მოულოდნელი ვიზიტი წმიდა ავგუსტინეს ორდენის გენერალურ კურიას ეწვია. მან ორდენის სამლოცველოში წმიდა წირვა აღავლინა, შემდეგ კი ძმებთან ერთად ივახშმა ისევე, როგორც ამას ჩვეულებრივად, კარდინალობის დროს აკეთებდა.

„იცხოვრეთ ერთობაში, ისე, როგორც წმინდა ავგუსტინე მიიჩნევდა საჭიროდ“ — უთხრა პაპმა ლეონ XIV-მ ავგუსტინელ ბერებს, როცა დღეს, 13 მაისს, ავგუსტინელთა გენერალურ კურიას მოულოდნელად ეწვია.
ეს არის ადგილი, სადაც ის 12 წლის განმავლობაში 2001 - 2013 წლებში ცხოვრობდა, მაშინ, როდესაც ორდენის გენერალი იყო. სინამდვილეში, ამ ვიზიტით, ახალი პაპი დაუბრუნდა იმ ჩვევას, რომელსაც წლების განმავლობაში ინარჩუნებდა, როცა ეპისკოპოსთა დიკასტერიის პრეფექტის თანამდებობას იკავებდა და იმყოფებოდა რწმენის სწავლების დიკასტერიის შენობაში.
ლეონ XIV–მ ავგუსტინელებთან სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ის იქ ზუსტად შუადღემდე მივიდა, რათა გენერალური კურიის სამლოცველოში დღის თორმეტ საათზე წმიდა წირვაში მიეღო მონაწილეობა. წირვის შემდეგ კი, მათთან ერთად ისადილა.
“იგი ხშირად მოდიოდა აქ სადილზე და ახლაც ამ გზით მოისურვა მადლობა გადაეხადა ძმებისთვის. ეს იყო ოჯახური ვიზიტი, მადლიერების დღე. ეს იყო ძალიან, ძალიან ნაცნობი, ძალიან სასიამოვნო ერთად გატარებული დროის გახსენება, რადგან ის ყველას იცნობს და ჩვენ ყველანი ვიცნობთ მას“, – თქვა გენერალმა და დასძინა:
„მან გვითხრა, რომ ერთმანეთთან ახლოს უნდა ვიყოთ და ვიცხოვროთ ისე, როგორც ამას წმიდა ავგუსტინე გვასწავლის, ვიყოთ თანაზიარებაში”.
კურიის სხვა წევრი, მამა იოზეფ შიბერასი აღნიშნავს, რომ ლეონ XIV-მ, როგორც ავგუსტინელთა გენერალმა, მნიშვნელოვანი და პოზიტიური წვლილი შეიტანა ორდენის ცხოვრებაში. მას განსაკუთრებით სურდა ამ კონგრეგაციის უნიკალური იდენტობის განმტკიცება, რაც წმიდა ავგუსტინეს პიროვნებასა და მოძღვრებაზეა დაფუძნებული. ეკლესიის ამ დიდი მამის შესახებ პაპი აქტიურად მიჰყვებოდა კვლევით საქმიანობას, როგორც რომის პატრისტიკულ ინსტიტუტში, ასევე ორდენის სხვა სასწავლო სახლებში.
იქამდე, სანამ პაპი კურიაში იმყოფებოდა, გარეთ, კარიბჭის წინ ასობით ადამიანი შეიკრიბა პაპის სანახავად, ისინი ვერც ჭექა-ქუხილმა შეაშინა.
შოთა გიქოშვილი
Comments