top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ლოცვა, კარვები და თავგადასავლები – მიმლოცველობა ახალგაზრდებისთვის

საქართველოს კათოლიკე ახალგაზრდების ორგანიზებით, 23-27 ივლისს დაგეგმილია მიმლოცველობა ახალგაზრდებისათვის.

ფოტო: საქართველოს ახალგაზრდული ცენტრი / "სკაუტური ბანაკი", 2024
ფოტო: საქართველოს ახალგაზრდული ცენტრი / "სკაუტური ბანაკი", 2024

სულიერი გზა დაიწყება უდის საზაფხულო იალაღებზე არსებული "თოვლის ღვთისმშობლის ეკლესიიდან" და დასრულდება ბათუმში, სულიწმიდის სახელობის კათოლიკურ ტაძარში. ხუთი დღის განმავლობაში, მიმლოცველები დაახლოებით 200 კილომეტრს ფეხით გაივლიან და ღამეს კარვებში გაათენებენ.


მიმლოცველობაში მონაწილეობის მიღება შეუძლია 15-დან 35 წლამდე ასაკის ყველა მსურველს, საქართველოს ნებისმიერი კათოლიკური სამრევლოდან.


მათივე ინფორმაციით, მონაწილეობისთვის, მსურველებმა უნდა შეატყობინოთ სამრევლოს მოძღვარს, რის შემდეგაც, აუცილებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე – https://forms.gle/qxfLg6Md3wH7x481A


რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 ივლისი.


"ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ ახალგაზრდებმა გააძლიერონ სულიერი კავშირი, განიცადონ თანაზიარება და ლოცვაში გაატარონ დრო. ამ დიდ და ლამაზ გზას ისინი გაივლიან ლოცვით და სულიერი შეხვედრებით. ეს არის არა მხოლოდ სულიერი, არამედ მეგობრული, ახალგაზრდული და თავგადასავლებით სავსე გზა. მოემზადეთ ლოცვით, ღიმილითა და ღია გულით!", – წერია საქართველოს ახალგაზრდული ცენტრის გვერდზე.  


ფოტო: საქართველოს ახალგაზრდული ცენტრი / "სკაუტური ბანაკი", 2024
ფოტო: საქართველოს ახალგაზრდული ცენტრი / "სკაუტური ბანაკი", 2024

ხუთდღიან სულიერ გზას, მიმლოცველები სხვა თანატოლებთან ერთად, დაასრულებენ "ახალგაზრდული ფესტივალით", რომელიც საიუბილეო წლის აღსანიშნავად, ბათუმში, 28 ივლისს გაიმართება.


იუბილეს შემდეგ კი მონაწილეები სამრევლოებსა და ოჯახებში მათთვის განკუთვნილი ტრანსპორტით დაბრუნდებიან. უკან დასაბრუნებელი გზის ტრანსპორტირებას ორგანიზებას გაუწევს ახალგაზრდული ცენტრი.


მომლოცველობაში მონაწილეობის საფასურია – 20 ლარია.




Comments


bottom of page