top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'ლოცვას შეუძლია ხალხების ისტორიის შეცვლა' - პაპი ლეონ XIV

28 ოქტომბერს, რომში, მშვიდობისათვის საერთაშორისო ლოცვა აღევლინა, რომელმაც წმიდა ეჯიდიოს საზოგადოების მიერ ორგანიზებული შეხვედრა სახელწოდებით: “გაბედე მშვიდობა” დაასრულა.

 

ree

დასკვნით დღეს, ფორუმში შეიკრიბნენ მთელი მსოფლიოდან რელიგიური ლიდერები. პაპმა ლეონ XIV - მ მათ მოუწოდა ომების შეწყვეტისა და შერიგების კულტურის აღდგენისაკენ.

 

კოლოსეუმში, უძველესი ამფითეატრის კედლებში, სადაც ათასწლეულების წინ ტანჯვისა და რწმენის ხმები ისმოდა, ახლა გაისმა ერთობლივი ლოცვის ხმები, იმედითა და მშვიდობის სურვილით სავსე. საერთო ლოცვამ გააერთიანა სხვადასხვა ტრადიცია, ძმობისა და ნდობის მოკრძალებულ ქმედებაში.

 

ლოცვითი ერთობის სულისკვეთების ფონზე, პაპმა ისაუბრა მშვიდობის სულიერი საფუძვლების მნიშვნელობაზე და საზოგადოებას შეახსენა, რომ ადამიანის შინაგანი გარდაქმნა შერიგებისაკენ გზებს ხსნის.

 

„ეპოქაში, რომელშიც კონფლიქტები მატულობს და ტკივილი ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, ნამდვილი მშვიდობა გულში ლოცვის გზით იბადება. იგი ღმერთის სადიდებლად და მოყვასის სასიკეთოდაა. ლოცვა არ უნდა იყოს სხვის წინააღმდეგ წარმოთქმული სიტყვა, არამედ სულის გამოძახილი, რომელიც აერთიანებს და გარდაქმნის. ვინც არ ლოცულობს, ის რელიგიას ბოროტებად აქცევს. ჩვენ გვჯერა, რომ ლოცვას შეუძლია ხალხების ისტორიის შეცვლა. დაე, ლოცვის ადგილები იქცეს შეხვედრის კარვებად, შერიგების საწმიდარებად და მშვიდობის ოაზისებად“, – აღნიშნა პაპმა.


წმიდა მამამ გაიხსენა ტრადიცია, რომელიც წმიდა იოანე პავლე II-მ ასიზიში დააფუძნა – იმ დროს, ოცდაათი წლის წინ, მსოფლიო რელიგიათა ლიდერები ერთად პირველად შეიკრიბნენ  — არა ერთმანეთის წინააღმდეგ, არამედ გვერდიგვერდ ლოცვისთვის.


„დღეს ეს მემკვიდრეობა ინარჩუნებს თავს მორწმუნეებს შორის დიალოგისა და ძმობის სულისკვეთებაში და იგი დამკვიდრებულია დეკლარაციაში Nostra aetate. მან გამოაცხადა ეკლესიის ურთიერთობის განახლების აუცილებლობა და დაადასტურა, რომ ყველა ერი წარმოადგენს ერთ დიდი ადამიანურ ოჯახს“.


დასასრულს, პაპმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის ისტორიულ პასუხისმგებლობაზე: “დადგა დრო, დასრულდეს ომებისა და ძალადობის ეპოქა, რომელიც ხალხთა ცნობიერებას ძალადობრიობისაკენ აყალიბებს. ღარიბთა ძახილი და მიწის კვნესა მოქმედებას მოითხოვს, ხოლო დიალოგს, თანამშრომლობასა და შერიგების კულტურას შეუძლია ახალი ისტორიის საფუძვლის ჩაყრა.


ლოცვას შეუძლია გულების გარდაქმნა და ხალხთა გაერთიანება, რომ მშვიდობა აღარ იყოს მხოლოდ ოცნება, არამედ საერთო საქმე”.



 

 შოთა გიქოშვილი

 

 

 

 

 

 

 

Comments


bottom of page