top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘მადლობა ქართული ღვინისთვის’ - პაპი საქართველოდან მიღებულ საჩუქარზე


რომის პაპმა ფრანცისკემ, საქართველოში ვატიკანის საელჩოსგან საშობაო საჩუქრად ქართულ ღვინო მიიღო. ამასთან დაკავშრებით პაპმა საქართველოში მადლობის წერილი გამოაგზავნა:


„ვატიკანიდან, 10 დეკემბერი 2020


ძვირფასოძმებო,


უღრმესმადლობას მოგახსენებთ 1-ლიდეკემბერით დათარიღებული თქვენი თავაზიანი წერილისთვის დაძვირფასი ქართული ღვინისთვის. ძალიან დავაფასე ძმობისა დასიყვარულის ეს გამოხატულება დათქვენი გულთბილი მოლოცვები.


გილოცავთუფლის წმინდა შობას დაწრფელი გულით გითვლით ჩემს ლოცვა-კურთხევას თქვენ, კავკასიის ხალხებსა დასომხეთს, როგორც საწინდარს მშვიდობისა დასულიერი სიხარულისა. დაე, უმანკო ქალწულმა გადაგაფაროთ თავისი დედობრივი მოსასხამი.

გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ ილოცოთ ჩემთვის!

ძმურად,

ფრანცისკე“


ვატიკანის საელჩომ პაპს ქართული ღვინო 1-ელ დეკემბერს გაუგზავნა. საჩუქარი კომპანია "შილდას" სახეობის ღვინოებს "რუსთაველსა" და "შილდას" წარმოადგენდა, რომლებიც ქართული, განსაკუთრებული ვაზის ჯიშებისაგანაა დამზდებული.




თაკო ფეიქრიშვილი
bottom of page