‘მე არ მეშინია ტრამპის ადმინისტრაციის’ - პაპი
- 22 hours ago
- 1 min read

ალჟირისკენ ფრენისას, რომელიც წმიმდა მამის აფრიკული სამოციქულო მოგზაურობის პირველი ეტაპია, ლეონ XIV ბორტზე მყოფ 70-მდე ჟურნალისტს მიესალმა და უპასუხა კითხვას, აშშ–ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან პაპის მიმართ გამოთქმული კრიტიკის შესახებ, რაზეც პაპმა უპასუხა:
„არ მსურს დებატებში შესვლა. ჩემი გზავნილი სახარებაა და მე ვაგრძელებ ხმამაღალ საუბარს ომის წინააღმდეგ“.
„მე საკუთარ როლს პოლიტიკოსად არ განვიხილავ. მე არ ვარ პოლიტიკოსი და არ მსურს მასთან [ტრამპთან] დებატებში შესვლა. არ ვფიქრობ, რომ სახარების გზავნილი ბოროტად უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ამას ზოგიერთები აკეთებენ. მე ვაგრძელებ ხმამაღალ პროტესტს ომის წინააღმდეგ, ვცდილობ მშვიდობის დამკვიდრებას, დიალოგისა და მრავალმხრივობის ხელშეწყობას სახელმწიფოებთან, რათა ვიპოვოთ პრობლემების გადაჭრის გზები. დღეს, ძალიან ბევრი ადამიანი იტანჯება, ძალიან ბევრი უდანაშაულო დაიღუპა და მჯერა, რომ ვინმე უნდა ადგეს და თქვას — არსებობს უკეთესი გზა“, - განაცხადა პაპმა.
ცნობისთვის, 12 აპრილს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პაპი ლეონ XIV გააკრიტიკა და თქვა, რომ იგი „დანაშაულის საკითხში სუსტია“ და „საშინელია საგარეო პოლიტიკისთვის“. ამავდროულად, აშშ–ს პრეზიდენტის თქმით, პირველი აშშ-ში დაბადებული პაპი არ აირჩეოდა, ტრამპის გარეშე.
„მე არ მინდა პაპი, რომელიც საშინელებად მიიჩნევს, რომ ამერიკამ ვენესუელას შეუტია და არ მინდა პაპი, რომელიც აკრიტიკებს შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რადგან მე ზუსტად იმას ვაკეთებ, რისთვისაც ამირჩიეს“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
პაპმა უარყო ტრამპის შეურაცხყოფა და ჟურნალისტებს განუცხადა: „არ მეშინია ტრამპის ადმინისტრაციის“.
შოთა გიქოშვილი





Comments