top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მინი ფეხბურთში, მღვდელბს შორის, ევროპის ჩემპიონატი გაიმართა

  • 4 hours ago
  • 2 min read

იცოდით, რომ ევროპაში კათოლიკე მღვდლებს შორის, სპორტის სხვადასხვა სახეობაში და მათ შორის მინი ფეხბურთშიც (ფუსტალი) ევროპის ჩემპიონატი ტარდება? დიახ, ამბობენ, რომ სპორტი ევანგელიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ სპორტს შეუძლია გააერთიანოს ერები, ხალხები, მათ შორის ყველაზე მტრულად განწყობილი ქვეყნებიც კი.



განსაკუთრებული დატვირთვა და პასუხისმგებლობა აქვთ მღვდლებს, მსგავსი ტიპის ტურნირებისა და ჩემპიონატების დროს. ვინაიდან, სწორედ მღვდლები არიან ერთობის, მშვიდობისა და სიყვარული მაგალითი, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდნენ, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე სხვადასხვა ღონისძიებაზე.


მღვდლებს შორის ჩემპიონატების გამართვის ისტორია 2005 წელს დაიწყო, პირველი შეჯიბრება ავსტრიაში ჩატარდა. მას შემდეგ ტურნირი ევროპაში პოპულარულ ღონისძიებად იქცა, რაც აძლიერებს კავშირებს სხვადასხვა ქვეყნის, განსხვავებული კულტურისა და ენის მქონე  მღვდლებს შორის.


2011 წელს, ამ ღონისძიებას პოლონეთმა, ქალაქ კიელცეში უმასპინძლა, ამჯერად კი ტურნირს ლუბლინმა უმასპინძლა.


ევროპის მე-18 მინიფეხბურთის ჩემპიონატი მღვდლებს შორის 2026 წლის 9-13 თებერვალს გაიმართა, რომელშიც ევროპიდან ჩამოსული მღვდელი-სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ტურნირს ლუბლინის არქიეპარქია მასპინძლობდა, ხოლო შეჯიბრებას - ლუბლინის სპორტული დარბაზები. პოლონეთმა ტურნირის ისტორიაში მეათედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული. ხორვატიის მღვდლების ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო პორტუგალიელმა მღვდლებმა მესამე ადგილი დაიკავეს.


მღვდელ სპორტსმენებს მიესალმნენ ლუბელსკის მიტროპოლიტი, არქიეპისკოპოსი სტანისლავ ბუჯიკი და რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენელი, იაროლსავ სტავიარსკი. ჩემპიონატს ასევე ესწრებოდა მღვდელი მიგელ კარდოზა, განათლებისა და კულტურის დიკასტერიის დელეგატი, მან მღვდლებს გადასცა ამავე დიკასტერიის პრეფექტის, კარდინალ ხოსე ტოლენტინო დე მენდოსას მოკითხვა.


ფინალურ მატჩში პოლონელებმა ხორვატები 2:0 დაამარცხეს, ხოლო პორტუგალიელებმა პენალტების სერიაში ბოსნია და ჰერცეგოვინას ნაკრები დაამარცხეს.


ლუბლინმა უმასპინძლა 255 მღვდელს, რომლებიც წარმოადგენდნენ 18 ევროპულ ქვეყანას: ალბანეთი, ავსტრია, ბელარუსი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია, ჩეხეთი, ყაზახეთი, კოსოვო, მალტა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია.


პოლონელი მღვდლების გუნდმა, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ფენომენალური შედეგები აჩვენა, უდავოდ, ტურნირის განმავლობაში განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია. თეთრ-წითლებმა დაუმარცხებლად ითამაშეს, აჯობეს მეტოქეებს და შთაბეჭდილება მოახდინეს თავიანთი ეფექტურობით, ტაქტიკური დისციპლინითა და გუნდური მუშაობით. პოლონელმა მღვდლებმა შთამბეჭდავი სტილით დაამარცხეს ჯგუფის ყველა მეტოქე, რითაც დაადასტურეს თავიანთი დიდი ხნის პოზიცია ევროპის საუკეთესოთა შორის. ბოლო 18 ტურნირის განმავლობაში პოლონელმა მღვდლებმა სულ 10 ოქროს, ხუთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.


დაჯილდოების ცერემონია გაიმართა აჭარული მელოდიის (ფრანგული რიმეიქი) ფონზე.


შოთა გიქოშვილი

 

Comments


bottom of page