top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მიღება სამოციქულო ნუნციატურაში

Updated: Jan 13, 2023

კათოლიკე ეკლესიაში მოღვაწე სასულიერო პირები წმინდა საყდრის სადესპანოს დიპლომატიურ მრჩეველს, მონსენიორ ჯუზეპე ლატერცას დაემშვიდობნენ. პაპის გადაწყვეტილებით იგი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და ჩადში სამოციქულო ნუნციუსად დაინიშნა.



12 იანვარს საქართველოში წმინდა საყდრის სადესპანომ კათოლიკე ეკლესიის სასულიერო პირებს უმასპინძლა. მიღება მონსენიორ ჯუზეპე ლატერცას მიეძღვნა, რომელიც ახალი თანამდებობის გამო საქართველოს დატოვებს.


პაპმა ფრანცისკემ ჯუზეპე ლატერცა სამოციქულო ნუნციუსად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და ჩადში 5 იანვარს დანიშნა. ამავდროულად, იგი ვარტანას ტიტულარული ეპისკოპოსისა და არქიეპისკოპოსის ხარისხში აღამაღლა.


ჯუზეპე ლატერცა 1970 წლის 12 ნოემბერს, კონვერსანოში (ბარი) დაიბადა. 1994 წლის 12 ნოემბერს მღვდლად ხელი დაასხეს და კონვერსანო-მონოპოლის ეპარქიაში განაწესეს.

უნივერსიტეტი კანონიკური სამართლის განხრით დაამთავრა.


2003 წლის 1 ივლისიდან იგი დიპლომატიურ მსახურებას შეუდგა, მუშაობდა ურუგვაისა და პოლონეთისსამოციქულო ნუნციატურებში,სახელმწიფოებთან და სახელმწიფო სამდივნოების საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების საკითხების განყოფილებაში, ასევე მუშაობდა პაპის წარმომადგენლობებში იტალიასა და საქართველოში.



catholic.ge


bottom of page